გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ვიზიტი ენდოკრინოლოგთან - ენდოკრინოლოგია
კითხვა: გამარჯობა,აპრილში 16 თუ 17 ში დამეწყო ციკლი,ზღვაზეც იმ პერიოდში ვიყავი,თუმცა ზღვაში ორჯერ ვიბანავე,დანარჩენი აუზში..იქ ჩვეულებრივად ვიკვებებოდი,მაგრამ მანამდე 4 თვე და ზღვის მერეც საკმაოდ მკაცრ დიეტაზე ვიყავი,სამი დღის წინ გონება დავკარგე,(2 დღე პრაქტიკულად მშიერი ვიყავი) ციკლიც არ მომივიდა,შეიძლება ზღვის ან დიეტის ბრალი იყოს ციკლის არევა? ურთიერთობები არ მაქვს,თორემ სხვა რამეს ვიფიქრებდი,სამი დღეა მსუბუქად ვიკვებები ხშირად და კარგად ვარ,უბრალოდ არ მომდის და რა ვქნა?
ვერტიგო - ნევროლოგია
კითხვა: ვარ 55წლის,მაქვს თავბრუსხვევა,გულისრევის შეგრძნება,წონასწორობის დარღვევა.ვიმკურნალე საკმაოდ პრესტიჟულ კლინიკაში,ბეტასერკი,ნიროქსის ნემსები და კიდევ სხვა,მაგრამ შედეგი არ მაქვს.გთხოვთ მირჩიოთ რამე
ჰემანგიომა, მიომა - გინეკოლოგია
კითხვა: ორი შეკითხვა მაქვს. 1)ჩემს შვილს ზედა ტუჩზე ქონდა ჰემანგიომა.ვიმკურნალეთ მაგრამ ნაწიბურები არაესთეტიურად გამოიყურება სექტემბერში ბაღში მიდის 3 წლის ხდება და მინდა რომ თუ შესაძლებელია პლასიტიკური ოპერაცია გავუკეთო.მაინტერესებს ამ ასაკში არის შესაძლებელი?და ღირებულება რა აქვს? 2)დიდიხანია მაქვს საშვილოსნოს წინა კედელზე მიომა.რამოდენიმე თვეა მაწუხებს და მინდა მოვიცილო.ლაპარასკოპია თუ კეთდება თქვენთან და რა ღირს?
ვეგეტონერვოზი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ხალები - ონკოლოგია
კითხვა: მოგესალმებით!მინდა გკითხოდ, სხეულზე მაქვს ბევრი წითელი ხალი,ზოგი კანქვეშ არის,ზოგიერთი ჩვეულებრივი ხალივით,მხოლოდ წითელი ფერის.რა არის მიზეზი?რაიმე ცუდი მჭირს?ისედაც ვეგეტო ნერვოზი მაქვს, ხშირად ვიკვიატებ რაღაცას,ეს ხალები მაშინებს.წავიკითხე,რომ ღვიძლის ან პანკრეასის ბრალია,გავიკეთე ეხოსკოპია და იქ ნორმაშია ორივე ორგანო,გარდა ნაღვლის ბუშტისა,მაქვს კენჭი,ერთი მხოლოდ 10მმ, შეიძლება კენჭის ბრალი იყოს? ვიზუალურადაც მაწუხებს,და მაშინებს ის,რომ ახლებიც ჩნდება.მადლობა წინასწარ!
ვიზიტი პედიატრთან - ბავშვთა ასაკის დაავადებები
კითხვა: ჩემს 6 წლის ბიჭს დღეს მოულოდნელად გული საგრძნობლად აუჩქარდა. ბავშვს ჰაერი არ ყოფნიდა. პულსი ძალიან სწრაფად უცემდა. საღამოს დაემართა ეს. დღისით გარეთ მყავდა გაყვანილი. ცოტა მზეშიც მოუწია სიარული. რადიაციიის ბრალი ხომ არარის ან რისი ბრალი შეიძლება იყოს. და ასეთ დროს როგორ შემიძლია დახმარება გავუწიო.
თავის ტკივილი - ნევროლოგია
კითხვა: მაქვს პერიოდულად საშინელი თავის ტკივილები,რამდენჯერმე წამიერი გათიშვაც მქონდა,გული არ წამსვლია მაგრამ თითქოს მიბნელდებოდა გონება.რისი ბრალი შეიძლება იყოს?