გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
სინოვიტი - ტრავმატოლოგია
კითხვა: მარცხენა მუხლში მიდგას წყალი გავიკეთე ვენების ოპერაცია ვარ უკეთესად მაგრამ მაწუხებს სიარულის დროს მარცხენა ფეხი ვის უნდა მივმართო მკურნალობოსთვის?
კუჭის პრობლემები - გასტროენტეროლოგია
კითხვა: გამარჯობა. 19 წლის ვარ და ზოგადად კუჭის პრობლემები პერიოდულად სულ მქონდა. ამ ბოლო პერიოდში დამეწყო გულმკერდზე ზეწოლის შეგრძნება, რომელიც არ ჩერდება მთელი დღე. რამდენიმე კვირის წინ მქონდა, ეს დღეებია ისევ დამეწყო. თითქოს კუჭის დასაწყისში და მკერდებშუა რაღაც მაქვს გაბერილი და თან აგურივით მადევს. სუნთქვასაც ვგრძნობ, რომ მიფერხებს ზოგჯერ. გავიგე, შეიძლება კუჭის პრობლემებმაც შეიძლება გამოიწვიოსო. მირჩიეთ რამე. რამდენიმე კვირის წინ როცა მქონდა, ისე ვიყავი, თითქოს საყლაპავის იქით საჭმელი აღარ მიდიოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა. ეს ის ზეწოლა არ არის, რამე მძიმეს რომ შეჭამ და დაგაწვება. სხვანაირად მტკივა:(
პლანტარული ფასციიტი - ტრავმატოლოგია
კითხვა: მაქვს დეზი მესამე წელია,მაგრამ ქუსლის ტკივილს ვუძლებ,კოჭს ზემოთ მაქვს ელვისებური ტკივილები,ორი წელია ფეხსაცმელს 2-3 ზომით დიდს ვხმარობ რომ არ მომედოს.ვერ ვხრი სახსარში და ფაქტიურად ვკოჭლობ მარცხენა ფეხით.ეს დეზია თუ უკვე სხვა რამეა,ორჯერ გავიკეთე სხივები არაფერი შედეგი არ მომცა.ტელ ნომერი ყალბია,რადგან თავად გერმანიაში ვცხოვრობ .იქნებ ემეილით გამცეთ პასუხი
მკერდის ცისტა - მამოლოგია
კითხვა: გამარჯობა.ვარ 37 წლის.მკერდზე მარჯვენა მხარეს მითხრეს პატარა ზომის ცისტა.მაინტერესებს რამდენად საშიშია და რამდენ ხანში ერთხელ ჭირდება გასინჯვა?
ძილის აპნოე - ოტო–რინო–ლარინგოლოგია
კითხვა: გამარჯობა, მაქვს ძილის აპნოე, ვის მივმართო კონსულტაციისთვის? რომელ ექიმს? აპარატის ყიდვა დამჭირდება და საიდან შევიძინო?
ლიპომა - ქირურგია
კითხვა: გამარჯობა.3წლის წინ გავიკეთე თავზე ლიპომის(ათერომა,ზუსტად არ ვიცი რა ქვია:)ოპერაცია,იქნებოდა დაახლოებით2-3 სმ.სიდიდის.ქირურგმა არ არსებობს შანსი მის ავთვისებიანობისო.მას მერე პერიოდულად მაწუხებს და რა შეიძლება იყოს? მგონი გვერდით ერთი პატარა კიდე იყო რომელიც ამოსაჭრელი დარჩა.რომ არა ამ უკანასკნელის ბრალეულობა,სხვა რა შეიძლება მჭირდეს?ძაან მეშინია