ციფრული პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი (პეტ/კტ)

ციფრული პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი (პეტ/კტ)

Philips Vereos Digital PET/CT

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი ციფრული პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფით Philips Vereos Digital PET/CT-ით აღიჭურვა.

ეს მოდელი მსოფლიოში ერთადერთი, სრულად ციფრული პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია.

Philips Vereos Digital PET/CT აღჭურვილია ციფრული დეტექტორით, რომელიც არეგისტრირებს უჯრედში იზოტოპის დაშლის შედეგად წარმოქმნილ ყველა უნიკალურ ფოტონს.

აპარატი გამორჩეულია iDose4 და O-MAR სისტემის რეკონსტრუქციული ტექნოლოგიით, რომელიც ციფრული დეტექტორის  მაღალ მგრძნობელობასთან ერთად, შესაძლებელს ხდის, იზოტოპის მცირე დოზის ფონზე შენარჩუნდეს გამოსახულების მაღალი ხარისხი.

ციფრული დეტექტორი გამორჩეულია ოპტიკური კრისტალური მახასიათებლებით (LYSO), რომელიც უზრუნველყოფს ფოტოსენსორებთან ფოტონის მატრიქსულ კავშირს (1:1).

ყოველივე ზემოაღნიშნული მახასიათებლები განაპირობებენ Philips Vereos Digital PET/CT-ს უპირატესობებს „ანალოგურ“ აპარატებთან შედარებით.

 

ციფრული პეტ/კტ-ს  უპირატესობები „ანალოგურ“ აპარატებთან შედარებით:

  • გამოირჩევა ფოტონის ციფრული დათვლის ტექნოლოგიით;
  • გამოსახულების მაღალი ხარისხი მიღწეულია მგრძნობელობის ხარჯზე;
  • გვაძლევს წარმონაქმნის ზუსტი აღწერის საშუალებას;ავლენს ისეთი უმცირესი ზომის სიმსივნურ კერებსაც კი, რომლებიც 2-3 მმ-ს არ აღემატება და ვერ დადგინდებოდა „ანალოგური“ აპარატის საშუალებით;
  • მოიხმარს იზოტოპის ნაკლებ დოზას, შესაბამისად, ციფრული PET/CT ნაკლებად მგრძნობიარეა მისი ნახევარდაშლის მიმართ და პაციენტი იღებს უმცირეს სხივურ დატვირთვას;
  • კვლევა ტარდება პაციენტისთვის მინიმალურ დროში.

Philips Vereos Digital PET/CT-ის მეშვეობით შესაძლებელია ისეთი მცირე ზომის წარმონაქმნების გამოვლენა, რომლებიც არ ჩანს კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევისა და სხვა რადიოლოგიური გამოკვლევების დროს.

პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის გარეშე, ონკოპაციენტებისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა წარმოუდგენელია!

სიახლეები