მწვანე ხახვის სასარგებლო თვისებები

მწვანე ხახვი

წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც მწვანე ხახვი შეგიყვარდებათ.

ის მკვებავი ნივთიერებებითაა მდიდარი, შეიცავს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ვიტამინებს. ამასთან, მასში მცირე რაოდენობითაა კალორია და ცხიმი. მწვანე ხახვის შემადგენლობაშია საკვები ბოჭკო, რომლის დახმარებითაც ზედმეტ კილოგრამებთან გამკლავებაა შესაძლებელი. თუ ჭარბ წონას ებრძვით შეგიძლიათ კვების რაციონში მწვანე ხახვი ჩართოთ. 

მწვანე ხახვი შეიცავს K ვიტამინს, რომელიც სისხლის შედედებას უწყობს ხელს.
ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ მწვანე ხახვი აძლიერებს იმუნიტეტს. ძლიერი იმუნური სისტემა კი ეფექტურად ებრძვის ინფექციებს. სწორედ იმუნიტეტისთვის მნიშვნელოვანი C ვიტამინით მოამარაგებთ ორგანიზმს თუ მწვანე ხახვს მიირთმევთ. მოგეხსენებათ, რომ ეს ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მწვანე ხახვი სასარგებლოა ძვლისთვის.
არსებობს მოსაზრება, რომ მწვანე ხახვის შემადგენლობაში არსებული ნაერთი ზოგიერთი ტიპის კიბოს განვითარების პროცესს აფერხებს. მკვლევარებს მაგალითად მოჰყავთ 2012 წელს ჩატარებული ექსპერიმენტი, როცა მსხვილი ნაწლავის მქონე თაგვებს მწვანე ხახვის ექსტრაქტი დაუნიშნეს. შედეგად ანთების მაჩვენებელი შემცირდა და ასევე სიმსივნის ზრდის პროცესი შესუსტდა. სხვა სამეცნიერო ნაშრომს თუ გავეცნობით, რომელიც მერილენდში მდებარე ონკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარებმა წარმოადგინეს აღმოვაჩენთ, რომ მწვანე ხახვით მდიდარი კვების რაციონი 30%–ით ამცირებს პროსტატის კიბოს. რასაკვირველია, ამ საკითხის შესახებ დამატებითი გამოკვლევაა საჭირო.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს ეძღვნება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.