ნევროლოგიური კაბინეტი

ნევროლოგიური კაბინეტი

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ნევროლოგიური კაბინეტი და პროფესიონალთა გუნდი მზად არის დიაგნოსტიკურ კვლევებზე პაციენტთა მისაღებად.

 

ელექტროენცეფალოგრაფია (EEG) და ნეირომიოგრაფია (ENM) ნევროლოგიაში შეუცვლელი კვლევის მეთოდია და ოქროს სტანდარტად ითვლება. ელექტროენცეფალოგრაფია(EEG) - არის კვლევის მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თავის ტვინის ელექტრული აქტივობის (ბიოპოტენციალების) რეგისტრაცია.

ელექტროენცეფალოგრაფიის გარეშე შეუძლებელია ეპილეფსიის დიაგნოსტირება და მკურნალობის მართვა. 

 

ელექტრონეირომიოგრაფია(ENM) კვლევის უსაფრთხო მეთოდია, რითაც ხდება პერიფერიული ნერვების, კუნთების და უშუალოდ ნერვ - კუნთოვანი შეერთების ფუნქციური შეფასება, დაზიანების ლოკალიზაციის და ხარისხის ზუსტად დადგენა, რათა მოხდეს შემდგომ ეფექტური მკურნალობის შერჩევა და დაზიანებული ნერვის აღდგენის პროგნოზირება.

კვლევები ტარდება ბოლო თაობის ხელოვნური ინტელექტის მქონე ავსტრიულ “SURPASS-EMS Biomedical” აპარატით!

ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ დროს ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25

 

მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ

რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად