თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების დიაგნოსტირება და მკურნალობა – გთავაზობთ თავის ტვინის კვლევას კაპილარულ დონეზე

თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების დიაგნოსტირება და მკურნალობა – გთავაზობთ თავის ტვინის კვლევას კაპილარულ დონეზე

400 ლარად გთავაზობთ თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.

კვლევა ტარდება საქართველოში ერთადერთ, ულტრათანამედროვე 160–შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე Toshiba Aquilion Lightning SP.

აქციაში მონაწილე პირი იმავე დღესვე მიიღებს ნევროლოგის უფასო კონსულტაციას.

კომპიუტერული ტომოგრაფია რაპიდის ფუნქცია საშუალებას გვაძლევს, რომ ადრეულ ფაზაში, როცა რუტინული კვლევებით არ ჩანს დაზიანების კერა, დიაგნოსტირდეს იშემიური ინსულტი, მისი გავრცელების არეალი და პროგნოზი.

აგრეთვე შესაძლებელია ანგიოგრაფიის რეჟიმით დადგინდეს სისხლძარღვოვანი პათოლოგიები (ანევრიზმა, მალფორმაცია), მოცულობითი პროცესების სისხლმომარაგება, რაც მნიშვნელოვანია ოპერაციული ჩარევისა და კონსერვატიული მკურნალობის დაგეგმარების, რისკების განსაზღვრის თვალსაზრისით.

გამოკვლევის პასუხი გაიცემა იმავე დღეს!

უმჯობესია, ეს კვლევა ჩატარდეს ექიმის დანიშნულებით!

კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით წარმატებით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • იშემიური ინსულტის დროს სისხლის მიმოქცევის მოშლა;
  • ქალა–ტვინის ტრავმების დროს სისხლის მიმოქცევის მოშლა;
  • თავის ტვინის სიმსივნეების დროს ჰემოდინამიკის შეფასება;
  • ოკლუზირებადი დაავადებების გამოვლენა, ინტრა და ექსტრაკრანიალური არტერიების ქრონიკული სტენოზის შემთხვევები, საძილე არტერიების კრიტიკული სტენოზისას თავის ტვინის პარენქიმაში ფარულად მიმდინარე იშემიური პროცესების აღმოჩენა;
  • თავის ტვინის სიმსივნეების დროს ბიოფსიისთვის განკუთვნილი არეალის ზუსტი განსაზღვრისთვის;
  • თავის ტვინის სიმსივნეების მონიტორინგისას, როცა უკვე ჩატარებულია სხივური თერაპია და ქიმიოთერაპია.

თუ გსურთ, ისარგებლოთ აღნიშნული აქციით გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 059 900!

აქცია ძალაშია ყოველდღე!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ