ქირურგიის ეროვნული ცენტრი
ინტერვიუში გაეცნობით:
- რა არის მედულობლასტომა;
- სხივური თერაპიის მეთოდები;
- მკურნალობის პროცესი და რისკები;
- პაციენტის მდგომარეობა.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში რადიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბესიკ სოკურაშვილმა, თავის გუნდთან ერთად, კიდევ ერთი ურთულესი პროცედურა ჩაატარა, რომლის შესახებაც დაწვრილებით მოგახსენებთ.
რა არის მედულობლასტომა
მედულობლასტომა თავის ტვინის ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც თავის ტვინში იწყება და ზურგის ტვინში ვრცელდება. ძირითადად, იგი ბავშვებში გვხვდება, თუმცა პაციენტთა გარკვეულ ნაწილს მოზარდები და ზრდასრულებიც წარმოადგენენ.
სწორედ კლასიკური მედულობლასტომის დიაგნოზით - ნათხემის ავთვისებიანი სიმსივნით მომართა 24 წლის პაციენტმა ქირურგიის ეროვნულ ცენტრს. მას აპრილის თვეში ქირურგიული ჩარევით ჩატარებული ჰქონდა ოპერაცია, რომლის შედეგადაც ნათხემიდან ამოკვეთეს მოცულობითი სიმსივნური წარმონაქმნი. მასალის მორფოლოგიით გამოვლინდა მედულობლასტომა G4, კლასიკური ვარიანტი.
მორფოლოგიის პასუხის გათვალისწინებით, პაციენტს ჩაუტარდა თავის ტვინისა და ხერხემლის მრტ კვლევა, ასევე, თავისა და ზურგის ტვინის ციტოლოგიური შესწავლა, რითაც მედულობლასტომისთვის დამახასიათებელი გავრცელება თავ-ზურგ-ტვინის სითხესა და ხერხემალში არ გამოვლინდა.
დაიგეგმა თავისა და ხერხემლის ერთობლივი კრანიო-სპინალური ირადიაცია, ხოლო დამატებით, უკანა ფოსოსა და სიმსივნის სარეცელის დასხივება.
სხივური თერაპიის მეთოდები
სხივურ თერაპიაში მკურნალობის (დასხივების) რამდენიმე მეთოდს განასხვავებენ: 3D, IMRT და VMAT. აღნიშნული დაგეგმარების ტექნიკები ერთმანეთისგან მომზადების და დასხივების სირთულით განსხვავდება. შესაბამისად, განსხვავებულია დასხივებული ჯანმრთელი ორგანოების მიერ მიღებული დოზები და გვერდითი ეფექტებიც. მაგალითად, 3D ტექნიკით მკურნალობის უდიდესი მინუსი ისაა, რომ ყველაზე მეტად ჯანმრთელი ორგანოები სხივდება.
ზემოთხსენებული მეთოდებიდან ყველაზე რთულ პროცედურად კი, VMAT (ვიმიატ) მეთოდია მიჩნეული. ის ყველაზე მეტად იცავს სიმსივნური წარმონაქმნის მიმდებარედ ჯანმრთელ სტრუქტურებს, თუმცა „ვიმიატ“ მეთოდის მომზადება, დაკონტურება, შემდეგ აპარატზე გადატანა და გასწორება იმდენად რთულია, რომ ძალიან ბევრი დაწესებულება, პროფესიონალი ექიმი თუ სამედიცინო ფიზიკოსი ამ ტექნიკით მკურნალობის ჩატარებას ერიდება!
მკურნალობის პროცესი და რისკები
რადიაციული ონკოლოგის მიერ განისაზღვრა სამიზნე მოცულობები: თავის ტვინი, ზურგის ტვინი (რაშის კუდის ჩათვლით), უკანა ფოსო, სიმსივნის სარეცელი. სამედიცინო ფიზიკოსების მიერ მომზადდა გეგმა „ვიმიატ“ ტექნიკით და გამოსახულებაზე დაფუძნებული ყოველდღიური კონტროლით, პაციენტის ზუსტი პოზიციონირებისა და მკურნალობის პროცესი დაიწყო. პაციენტის მდგომარეობისა და პროცედურის სირთულეების შესახებ ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესიკ სოკურაშვილი გვესაუბრება:
„გრეი ადამიანის ორგანიზმის მიერ შთანთქმული რადიაციის საზომი ერთეულია. ზოგადად, ზურგის ტვინი მხოლოდ 40 გრეი დასხივებას უძლებს. VMAT ტექნიკით მუშაობისას, პაციენტს მინიმუმ 36 გრეით ვასხივებთ და ამიტომაც არის დიდი რისკი. თითოეული ეტაპი მილიმეტრული სიზუსტით მუშაობას მოითხოვს! ერთი შეცდომის უფლებაც კი არ გვაქვს, რადგან საქმე პაციენტის სიცოცხლეს ეხება. არადა, ამ მაჩვენებლის გადაფარვის შემთხვევაში, რადიაციული დოზა გაორმაგდება და შესაძლოა, პაციენტმა მთელი დარჩენილი სიცოცხლე ეტლში გაატაროს, უარეს შემთხვევაში კი, მყისიერი ლეტალური შედეგი დადგეს! ჩვენმა გუნდმა, კიდევ ერთხელ, უბადლოდ შეასრულა დაკისრებული მისია და თითოეულმა ექიმმა პროცედურის ყველა ეტაპი მილიმეტრული სიზუსტით შეასრულა. რაც შეეხება დასხივების პროცესს, სამ ფაზად ჩავატარეთ:
- I ფაზა - დავასხივეთ უშუალოდ წარმონაქმნი, ყველაზე მაღალი დოზით;
- II ფაზა - დავასხივეთ ორგანო, რომელიც, წარმონაქმნის შემდეგ. ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იყო;
- III ფაზა - მინიმალური დოზით, ერთდროულად დავასხივეთ თავისა და ზურგის ტვინი.
პაციენტის მდგომარეობა
„ჩვენი გუნდის წყალობით, დასხივების კომპლექსურმა კურსმა გართულებების გარეშე ჩაიარა! პროცედურის დასრულების შემდეგ, კვლავ გაგრძელდა პაციენტის ზოგადი მდგომარეობისა და სისხლის მაჩვენებლების მონიტორინგი, რაიმე მნიშვნელოვანი ჩარევა საჭირო არ გამხდარა. ამჟამად იგი იმყოფება დაკვირვების ქვეშ, რომლის მიზანია სიმსივნური პროცესის შესაძლო რეციდივის მონიტორინგი და დროული აღმოჩენა, თუმცა მკურნალობის სწორი სტრატეგიის და უზუსტესი შესრულების საფუძველზე, ნეგატიური შედეგი მოსალოდნელი არაა. რაც შეეხება საკონტროლო კვლევებს, ჩაუტარდება ონკოლოგისა და ნეიროქირურგის მეთვალყურეობით.“-განაცხადა ბესიკ სოკურაშვილმა.
რა აინტერესებთ პაციენტებს
კონსულტაცია ონკოლოგთან
კითხვა: გამარჯობათ, გავარკვიე დედაჩემის დაავადება და ეს არის ნათხემის ჭიის რეციდივული ასტროციტომა, საშიშია თუ არა ეს დაავადება, იკურნება თუ არა ეს დაავადება დედაჩემს გადატანილი დაავადება აქვს:ბავშვობის ინფექციური დაავადებები
ხალიდან მელანომამდე
კითხვა: გამარჯობა ათი წელია მაქვს ამ პერიოდის განმავლობაში მქონდა უმნიშვნელო ქავილი და მკვეთრი მოძრაობის დროს დაჭიმულობა .ეს ბოლო ხანები თითქოს გამუქდა და ოდნავ მოიმატა ზომაში ფორმა მრგვალია ოდნავ ქერცლიანი 6 7 მმ ზომის .სანამ ექიმს ვაჩვენებ გთხოვთ მიპასუხოთ შეიძლება რომ.ეს ხალი უკვე მელანომად იყოს გადაგვარებული გარედან არ ქონდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და სხეულში იყოს ჩაზრდილი? ძალიან ვნერვიულობ
ონკოლოგია
კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს ონკოლოგიის მიერ დანიშნული პრეპარატი ჰიდრეა 500_ის ხანგრძლივი მიღება 2სტადიის ლეიკემიას თუ კურნავს.უკუჩვენებები მითხარით.hn43
მელანომა
კითხვა: გამარჯობათ წლების წინ გამიჩნდა ხალები ტანზე ყოველ წელს მემატება რომელიც მექავება ის იზრდება და მუქდება გთხოვთ ამიხსნათ მიზეზი და რომელ ექიმს მივაკითხო?
სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე
კითხვა: მაქვს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე 1 სტადია გავრცელების პროცენტი მაქვს30 გავიკეთე ოპერაცია და ვიტარებ ქიმიოთერაპიას გთხოვთ ამიხსნათ რამდენად დაექვემდებარება მკურნალობას მითხრეს რომ გავრცელების პროცენტი მაღალია
ქიმიოთერაპია
კითხვა: ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია რომ თმა არ გასცვივდეს ადამიანს? და თუ ეს მოხდა ე.ი.ქიმიოთერაპია უშედეგოა?