პირველად საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში!

პირველად საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში!

ციფრული პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი – Philips Vereos Digital PET/CT მხოლოდ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში!

ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც აღიარებული ოქროს სტანდარტია ონკო დაავადებათა ადრეულ დიაგნოსტირებასა და მართვაში!

Philips Vereos Digital PET/CT არის მსოფლიოში პირველი და ერთადერთი სრულად ციფრული პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი. ამ აპარატის უპირატესობები გვაძლევს საშუალებას, დავაფიქსიროთ  მილიმეტრული ზომის სიმსივნური წარმონაქმნები, რაც ექიმს ონკოლოგიური დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და მკურნალობის ტაქტიკის სწორად წარმართვაში ეხმარება.

რა არის PET/CT (პეტ/კტ)?

ეს არის ბირთვული მედიცინის ჰიბრიდული კვლევის მეთოდი, რომელიც აერთიანებს პოზიტრონულ ემისიურ და კომპიუტერულ ტომოგრაფიას. მათი მონაცემების შეჯამებით, ვლინდება სიმსივნური წარმონაქმნის ზუსტი ლოკალიზაცია და მეტაბოლიზმი. ჯანმრთელ ქსოვილებთან შედარებით, სიმსივნური უჯრედები, გამოირჩევა გლუკოზის გაძლიერებული მეტაბოლიზმით, მეტაბოლური ცვლილებები კი, ყოველთვის წინ უსწრებს ანატომიურს. სწორედ ამიტომ, კვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია ონკოლოგიური დაავადებების საწყის ეტაპზე დიაგნოსტირება.

 ra-aris-peti

როგორ ტარდება კვლევა?

კვლევა წარმოებს რადიოაქტიური იზოტოპით (FDG - ფტორ18 ფლურო-დეოქსი-გლუკოზა).

პაციენტი ინტრავენურად, კათეტერის მეშვეობით იღებს ამ იზოტოპს, მისი დოზა არის მხოლოდ სადიაგნოსტიკო და გვერდითი ეფექტი არ აქვს. ციფრული პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიით  ფიქსირდება იზოტოპის  განაწილება ორგანიზმში. რაც მთავარია, პაციენტი კვლევის პროცესში იღებს მხოლოდ უმცირეს სხივურ დატვირთვას. ინექციიდან გადაღებამდე აუცილებელია პაციენტის დაყოვნება ერთი საათი. მთლიანი სხეულის გამოკვლევის მაქსიმალური დრო 20 წუთია.

 

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ციფრული PET/CT-ს  უპირატესობები „ანალოგურ“ აპარატებთან შედარებით

 

  • აქვს ფოტონის ციფრული დათვლის ტექნოლოგია. არეგისტრირებს ყველა უნიკალურ ფოტონს, რომელიც არსებობს უჯრედში იზოტოპის დაშლის შედეგად;
  • გამოსახულების მაღალი ხარისხი გაზრდილი მგრძნობელობის ხარჯზე;
  • ავლენს ისეთი უმცირესი ზომის სიმსივნურ  კერებსაც კი, რომლებიც 2-3 მმ-ს არ აღემატება;
  • გვაძლევს წარმონაქმნის ზუსტი აღწერის საშუალებას;
  • მოიხმარს იზოტოპის ნაკლებ დოზას, შესაბამისად, ციფრული PET/CT ნაკლებად მგრძნობიარეა მისი ნახევარდაშლის პერიოდის მიმართ და პაციენტი იღებს უმცირეს სხივურ დატვირთვას;
  • კვლევა ტარდება პაციენტისთვის მინიმალურ დროში.

peti-pozitronuli-emisiuri-tomografia

პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის გარეშე, ონკოპაციენტებისთვის  ზუსტი დიაგნოზის დასმა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა წარმოუდგენელია!

საერთაშორისო მხარდამჭერები

კლინიკას სრულ მხარდაჭერას უცხადებს ემორის უნივერსიტეტის გრეიდის ჰოსპიტლის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რაგუვერ ჰალკარი (Raghuveer K. Halkar). იგი 2019 წელს ეწვია საქართველოს და ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარადგინა მოხსენება, სადაც თანამედროვე ონკოლოგიაში პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის როლზე ისაუბრა.

ბირთვული მედიცინის ექიმ-სპეციალისტია შორენა ესიაშვილიმან ბირთვულ მედიცინაში საქმიანობა 2004 წელს, ამერიკაში, ემორის უნივერსიტეტის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტში დაიწყო, სადაც ერთ-ერთი პირველი PET/CT ფუნქციონირებდა.

 

ქირურგიის ეროვნული ცენტრი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ონკოლოგიურ პაციენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაიტარონ უმაღლესი ხარისხის უმნიშვნელოვანესი დიაგნოსტიკური კვლევა!

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 2 02 25 25.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

slider-image-999
slider-image-1000
slider-image-1004
slider-image-1005
slider-image-1007
slider-image-1006
slider-image-1008
slider-image-1009
slider-image-1010
slider-image-1003
slider-image-1001
slider-image-1002

რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად