ქირურგიის ეროვნული ცენტრის უფასო აქცია სიღნაღში

ქირურგიის ეროვნული ცენტრის უფასო აქცია სიღნაღში

„ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“ – უფასო გასინჯვების აქცია სოფელ მაღაროში

„ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“ ამ ლოზუნგით მიმდინარე მოსახლეობის უფასო გასინჯვების აქციების ფარგლებში, ქირურგიის ეროვნული ცენტრი სიღნაღს ეწვევა!

24 სექტემბერს, დილის 11-დან საღამოს 6 საათამდე, სოფელი მაღაროსა და ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას გაუწევენ ცენტრის მაღალპროფესიონალი ექიმები.

აქცია ამბულატორიის შენობაში ჩატარდება.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, აქცია სახელმწიფო რეგულაციების სრული დაცვით ჩაივლის.

აქციის ფარგლებში, მოსახლეობას მოემსახურება შემდეგი პროფილის ექიმები:

  • თერაპევტი;
  • კარდიოლოგი;
  • ოფთალმოლოგი;
  • ქირურგი;
  • ანგიოქირურგი;  
  • ენდოკრინოლოგი;
  • ნევროლოგი;
  • გინეკოლოგი;
  • ტრავმატოლოგი;
  • უროლოგი;
  • ექოსკოპისტი;  
  • ეკგ ექთანი;  
  • ტრიაჟის ექიმი.

განსაკუთრებული ბენეფიტია, რომ  პაციენტებს, დანიშნულებისამებრ, უფასოდ დაურიგდება „ავერსის“ საქველმოქმედო ფონდის მიერ  გამოყოფილი

მედიკამენტები!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!

საუკეთესო ტრადიციები 1946 წლიდან...


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად