ვირუსული ინფექცია სასუნთქი სისტემის დაავადებაა.
ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
ცნობისათვის, სხვა რესპირატორულ დაავადებებთან შედარებით, გრიპი მძიმედ მიმდინარეობს და უფრო მკვეთრი სეზონურობა ახასიათებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსული ინფექციების განვითარების მაღალ რისკ–ჯგუფში შედიან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები; ექსპერტთა აზრით, განსაკუთრებით საყურადღებოა შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზით დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან მათი იმუნური სისტემა დასუსტებულია. სუსტი იმუნიტეტი კი კარგ ფონს უქმნის დაავადების პროგრესირებას.
რა არის დიაბეტი?
იგი წარმოადგენს ქრონიკულ და მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულ დაავადებას, რომლის დროსაც ორგანიზმში გლუკოზის ცვლა ირღვევა.
მიმდინარეობს ჰორმონ ინსულინის შედარებითი ან აბსოლუტური დეფიციტის ფონზე, რასაც თან ახლავს სისხლში მომატებული შაქრის დონე. დაავადების გამო ზიანდება სისხლძარღვები და ქვეითდება იმუნური სისტემა.
ერთმანეთისგან განასხვავებენ 2 ძირითად ტიპს:
- დიაბეტი ტიპი 1, როცა იმუნური სისტემა პანკრეასის ინსულინწარმომქმნელ უჯრედებს უცხოდ აღიქვამს და ანადგურებს, შესაბამისად, აუტოიმუნური დესტრუქცია ინსულინის აბსოლუტური დეფიციტის განვითარებას იწვევს;
- დიაბეტი ტიპი 2, როცა ინსულინის მიმართ ორგანოების მგრძნობელობა ქვეითდება, ანუ ორგანიზმში ინსულინი წარმოიქმნება, მაგრამ ფუნქციას ეფექტურად ვერ ასრულებს. სამედიცინო ენაზე ამ მდგომარეობას ინსულინრეზისტენტობა ეწოდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგი ანა ჭოხონელიძე დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს ვირუსული ინფექციებისგან თავდაცვის მიზნით, რამდენიმე სასარგებლო რეკომენდაციას აძლევს:
- მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს;
- სრული იზოლირება შეუძლებელია, შესაბამისად, სამსახურში თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩაში ყოფნისას ისარგებლეთ პირბადით;
- დაიცავით პირადი ჰიგიენა (ხშირად დაიბანეთ ხელები, სახლი დაალაგეთ სველი წესით, შინ დაბრუნებისთანავე გაიხადეთ ფეხსაცმელი და საგარეო სამოსი);
- ხშირად გაანიავეთ ოთახი;
- გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაბალანსებულ კვებას. დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, რაციონიდან სრულიად უნდა გამოირიცხოს შაქარი და შაქარზე დამზადებული პროდუქტები, ასევე თაფლი! გახსოვდეთ, რომ სისხლში მომატებული შაქრის დონე იდეალურ პირობებს უქმნის ნებისმიერი ინფექციის პროგრესირებას;
- მიირთვით სეზონური ხილი (დღის პირველ ნახევარში) და ვიტამინებით მდიდარი ცოცხალი ბოსტნეული;
- რაციონში ჩართეთ ბუნებრივი ანტივირუსული მოქმედების მქონე პროდუქტები და პირველ რიგში ნიორი, მოამზადეთ ჯანჯაფილის (ჯინჯერი) და ლიმონის ჩაი;
- დალიეთ 2 ლიტრი წყალი (დიდი რაოდენობით მიღებულ სითხეს შეუძლია ორგანიზმში განაზავოს ვირუსის ტიტრი);
- მიიღეთ პოლივიტამინი დიაბეტიანებისთვის, რასაკვირველია, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით. იგი უზრუნველყოფს პაციენტისთვის აუცილებელი მიკროელემენტებისა და ვიტამინების დღიური ნორმის ოპტიმალური რაოდენობით მიწოდებას, გააძლიერებს იმუნურ სისტემას;
- ხშირად აკონტროლეთ სისხლში შაქრის შემცველობა და არტერიული წნევის ციფრები, მაჩვენებლების შესახებ აცნობეთ მკურნალ ექიმს;
- D ვიტამინი თქვენი იმუნიტეტის სადარაჯოზე. პრეპარატის ოპტიმალურ დოზას ლაბორატორიული მონაცემის საფუძველზე, დაადგენს ენდოკრინოლოგი;
- ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე, მიმართეთ ექიმს;
- შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ აჰყვებით პანიკას, რადგან დროული და სწორი ჩარევის შემთხვევაში პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
დაბალი ტემპერატურა
კითხვა: გამარჯობა,ვარ 24 წლის,2თვეა მაწუხებს დაბალი სიცხეები, მაქსიმალური მაჩვენებელი 36.3 მაქვს, ძირითადად დღის განმავლობაში 35.4დან 36.1 მდე მერყეობს. ადრე ყოველთვის ნორმალური სიცხე მქონდა 36.6-36.8 საღამოს საათებში 37ზეც ადიოდა მაჩვენებელი.ციკლის მეორე ფაზაში 37.1ც მქონდა ხოლმე.ბოლო ორი თვეა არანაირი მნიშვნელობა არააქვს ციკლის პირველი ფაზაა თუ მეორე სტაბილურად დაბალი სიცხეები მაქვს, არ ვიცი რამდენად კავშირშია მაგრამ ბოლო ციკლი 21დღითაც გადამიცდა.ხომ ვერ მეტყოდით შესაძლო მიზეზები რა შეიძლება იყოს დაბალი სიცხეების,რამდენად შესაძლებელია არანაირ პრობლემაზე არ მეტყველებდეს და უბრალოდ ორგანიზმის ჩვეულებრივი მოვლენაა უეცრად ტემპერატურის დაწევა და კიდევ თუ ყურადღება მისაქცევია რომელ ექიმს უ ნდა მივმართო ან რა ანალიზებია ჩასაბარებელი.TSH-ის პრობლემა არ მაქვს თუმცა ექოსკოპია არ გამიკეთებია დიდი ხანია და ასევე სისხლის საერთო ანალიზში ყველაფერი კარგად მაქვს,ჰემოგლობინი ნორმაშია ,არაფერი არ მაწუხებს,ერთადერთი სისუსტე მაქვს.მადლობა წინასწარ.
მრავალკვანძოვანი ჩიყვი
კითხვა: გავიკეთე ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია. მაქვს მრავალკვანძოვანი ჩიყვი. Tsh, anti tg, ნორმაში. კვანძების ზომა არ იმატებს. ეხლა ბოლოს ექოსკოპია გავიკეთე ივნისში, კვანძის კიდეები უსწორმასწორო, ჰიპერვასკულარული. კვანძის ზომებია 9მმ,7მმ,5მმ.საჭიროა თუ არა ქირურგიული ჩარევა. კვანძების მდგომარეობა რამდენად საშიშია
D ვიტამინის დეფიციტი
კითხვა: D ვიტამინის ნაკლებობისას რომელი წამალი ეფექტური? 31 წლის ვარ
შაქრიანი დიაბეტი
კითხვა: მყავს 61 წლის მეუღლე შაქრიანი დიაბეტით არა ინსულინზე ძალიან აწუხებს კუნთების დაჭიმულობა ძნელად გადაადგილდება თუ შეიძლება მისი დახმარება და რა უნდა გავაკეთო დოპლერი გადაღებული აქვს და MRT
კოლოიდური კვანძი, ცენტრალური ვასკულარიზაცია
კითხვა: მჭირდება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია გავიკეთე ეხო დასკვნაში წერია მარცხნივ ხიდაკზე კოლოიდური კვანძი ზომით0,5X0,7სმ ფერადი კარტირებით აღინიშნება ცენტრალური ვასკულარიზაცია EU-TIRADS:3:დაბალი რისკის კატეგორია ანალიზების პასუხები : TSH 6.710 anti-TPO 8.2
აკვადეტრიმი ვიტამინი D3
კითხვა: ვარ 52 წლის მაქვს ართრიტი სხვა რაღაცეებთან ერთად აღმოჩნდა რომ დე ვიტამინის ნაკლებობა მაქვს.1 თვე ვსვი acvadetrin d3 დღეში ერთცელ 8 წვ.მეორე თვეა 4წვ ვსვავ შემიძლია 2 თვე კიდევ გავაგრძელო ? უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს რამეზე