ონკოლოგიურ დაავადებათა თანამედროვე მართვის პრინციპები

ონკოლოგიურ დაავადებათა თანამედროვე მართვის პრინციპები

სახელოვანი გერმანელი ონკოლოგის იოჰანეს ბლატერის და ქირურგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი ონკოლოგების მონაწილეობით გაიმართა Senior Experten Service-ს სამედიცინო ვიდეოკონფერენცია

ონკოლოგიური დაავადებები რთულ სამედიცინო და სოციალურ პრობლემას წარმოადგენს, ხასიათდება რა აგრესიული მიმდინარეობით და მძიმე პროგნოზით.

დღეისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლინებას და დროული, შესაბამისი მკურნალობის ჩატარებას, რადგან, სამწუხაროდ, სიმსივნის უჯრედები დიდი სიჩქარით მრავლდება, რის გამოც სიმსივნური წარმონაქმნი სწრაფად იზრდება. სისხლითა და ლიმფით კიბოს უჯრედები მთელ ორგანიზმში ვრცელდება და ახალ სიმსივნურ კერებს – მეტასტაზებს წარმოქმნის.

ჩვენს კლინიკაში ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობის მეთოდი განისაზღვრება მულტიდისციპლინური მიდგომით. თითოეული პაციენტის კიბოთი დაავადების შემთხვევის განხილვა და მკურნალობის გადაწყვეტა ხდება ონკოკონსილიუმზე ე.წ. კიბოს ჯგუფის მიერ, ერთობლივი მსჯელობისა და დისკუსიის საფუძველზე.

სასიხარულოა, რომ ამ ჯგუფს შემოუერთდება სახელოვანი ონკოლოგი იოჰანეს ბლატერი.

მას, როგორც უფროს ექსპერტს, აქვს ხანგრძლივი გამოცდილება ონკოლოგიის მიმართულებით, იგი ფილტვის კარცინომის მკურნალობის გამორჩეული სპეციალისტია. საერთო ჯამში, იგი ფლობს ბრწყინვალე ტექნიკურ ცოდნას. როგორც პულმონოლოგიის სპეციალისტი, იოჰანეს ბლატერი მკურნალობს ფილტვების დაავადებების (COLD/COPP / ალერგიული დაავადებები, ინფექციური პნევმონია, ტუბერკულოზი, ფილტვის ემბოლიის შემდეგ განვითარებული გულის მარჯვენამხრივი უკმარისობა და ა.შ.) მქონე პაციენტებს. უფროსი ექსპერტი ფლობს ბრონქოსკოპიულ-ენდოსკოპიურ მიდგომას დიაგნოსტირებასა და სამკურნალო თერაპიაში.

იგი მონაწილეობდა კლინიკური მედიკამენტებისა  და ციტოსტატიკური პრეპარატების კვლევის და დამტკიცების პროცესში.

  • 1989 წელს მან მოიპოვა  ფილტვის დაავადებების სამედიცინო სპეციალისტის აღიარება;
  • 2010-2011 წლებში იგი იყო Global Life Cycle Management Erbitux-ის ვიცეპრეზიდენტი;
  • 2014 წლიდან დღემდე არის  SES ორგანიზაციის წევრი ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნის მიმართულებით.

სწორედ სიმსივნეთა მართვის თანამედროვე სტანდარტების შესახებ ჩატარდა ვიდეოკონფერენცია ქირურგიის ეროვნული ცენტრსა და Senior Experten Service-ს შორის.

Senior Experten Service (SES) არის გერმანიის ერთ-ერთი კომპეტენტური და წამყვანი ორგანიზაცია 1983 წლიდან.

ვიდეოკონფერენციის დროს განიხილებოდა ისეთი ნიუანსები, როგორიცაა:

  1. კიბოს მკურნალობა და მკურნალობის შემდგომი მონიტორინგის სტრატეგიის უნიფიცირება მსოფლიოში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  2. მკურნალობის სქემების რაციონალური თანმიმდევრობის განსაზღვრა;
  3. მკურნალობისა და მკურნალობის შემდგომი მონიტორინგისთვის გათვალისწინებული ინტელექტუალური რესურსები;
  4. ექიმთა პროფესიული რისკები;
  5. ონკოლოგიური დაავადებების თანამედროვე მართვის პრინციპები;
  6. საინტერესო და იშვიათი ონკოლოგიური შემთხვევები კლინიკური  პრაქტიკიდან.

პანდემიის დროსაც კი, კლინიკა არ წყვეტს განვითარებას. ჩვენი მიზანია, რთულ სიტუაციაში მოსახლეობას არ მოვაკლოთ მზრუნველობა და თანამედროვე სტანდარტებით მკურნალობა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიული და ონკოლოგიური დეპარტამენტები აღჭურვილია ისეთი ულტრათანამედროვე აპარატურით, როგორიცაა:

  • Elekta-ს წარმოების უახლესი, 2019 წლის Flexitron-HDR მაღალი დოზის აპარატი, რომლის რადიაციულ წყაროს წარმოადგენს Iri-192;
  • ამერიკული კომპანია „Varian“-ის თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი, 2018 წლის სხივური ამაჩქარებლები (Truebeam; Vitalbeam);
  • Philips-ის ფირმის Vereos PET/CT სკანერი (პირველი ციფრული პეტსკანერი აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში). 

ცენტრში, გარდა ჩვენი კლინიკის ექიმებისა,  მკურნალობის მეთოდის განსაზღვრაში მონაწილეობენ კლინიკის ოფიციალური ექსპერტები – ემორის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი, პროფესორი ნათია ესიაშვილი, და ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ჯუღაშვილი-ერნანდესი.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან ერთად კიბოს დამარცხება შესაძლებელია!

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად