
სასურველია იცოდე (MRI-მრტ)
MRI/MRT (მრტ) - მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (იგივე MRI) რადიოლოგიაში სხეულის ანატომიური და ფიზიოლოგიური კვლევისთვის განკუთვნილი უსაფრთხო და ეფექტური კვლევის მეთოდია.
სისტემა გამოსახულების მისაღებად იყენებს მაგნიტურ ველს და რადიოტალღებს. კვლევის დროს ადამიანის ქსოვილები და შინაგანი ორგანოები არ სხივდება და არ გამოიყენება იონიზირებული რადიაცია, ამიტომ უსაფრთხოა ორსულთათვის მე-2 ტრიმესტრიდან და ბავშვებისთვის;
რას ნიშნავს 1.5T ; 3.0 T? - ეს აპარატის სიმძლავრეზე მიუთითებს, რაც უფრო მეტია ტესლას მაჩვენებელი, მით უფრო მაღალეფექტურია კვლევისას მიღებული ინფორმაცია.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია:
- თანამედროვე ტომოგრაფებით:
- Toshiba Vantage Elan 1.5 ტესლა, რომელიც ფუნქციებით და უახლესი ტექნოლოგიური პაკეტებით ერთ–ერთ საუკეთესო მოდელს წარმოადგენს სამედიცინო ბაზარზე.
- 3.0 ტესლა სიმძლავრის, ციფრული მრტ (PHILIPS INGENIA ELITION X) - მას უნიკალურობას ხელოვნური ინტელექტის და უახლესი ტექნიკური შესაძლებლობები სძენს, რომელიც პაციენტის კომფორტზეა ორიენტირებული და ექიმს აძლევს უზუსტეს გამოსახულებას, არტეფაქტების(მცდარი გამოსახულების) გარეშე!
- ღია სივრცის შეგრძნება, ყველაზე განიერი გვირაბი და კლაუსტროფობიის მოხსნა;
- ვიდეო და აუდიო მომსახურება - 3D კინოთეატრი;
- პაციენტის წონის პრაქტიკულად შეუზღუდავი ნიშნული - 250კგ-მდე;
- პაციენტის ხერხემალზე მორგებული ანატომიური საწოლი არე;
- კვლევის განახევრებული დრო!
მრტ (MRT/MRI) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით შესაძლებელია:
• თავის ტვინის დეტალური სტრუქტურული და ფუნქციური ანალიზი და პათოლოგიური პროცესების საწყის სტადიაზე დიაგნოსტირება;
• თავის ტვინისა და კისრის მაგისტრალური სისხლძარღვების მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია - თავის ტვინის და კისრის მაგისტრალური სისხლმომარაგების ანალიზი;
• ხერხემლის და ზურგის ტვინის დეტალური შეფასება;
• მუცლის ღრუს ორგანოების: ღვიძლის, ელენთის, პანკრეასის, თირკმელზედა ჯირკვლის და თირკმელების კვლევა,სანაღვლე გზების უკონტრასტო მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია, თირკმლის დინამიური კვლევა და მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია;
• მცირე მენჯის ორგანოთა დაავადებების მაგნიტურ-რეზონანსული დიაგნოსტიკა, დაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა;
• საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის(ნებისმიერი სახსრის , რბილი ქსოვილების) სტრუქტურული და ფუნქციური კვლევა.
რა არის კონტრასტული კვლევა? - კვლევის სპეციფიური მეთოდი. ვენაში შეგვყავს კონტრასტი, რომლის ფონზეც უფრო მკაფიოდ გამოისახება სისხლძარღვები და სხვადასხვა წარმონაქმნი. ინტრავენური კონტრასტირებით კვლევა რუტინულად არ ტარდება. ის მაშინ ინიშნება, როდესაც საეჭვო უბნის მეტი დეტალიზაციაა საჭირო. გამოიყენება როგორც CT, MRI კვლევების შემთხვევაში.
მრტ კვლევა ტარდება ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით 24/7.
ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ დროს ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25
მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ