ქირურგიის ეროვნული ცენტრის მულტიდისციპლინურ გუნდს გერმანელი ექსპერტი, პროფესორი მიშელ ლანიადო შემოუერთდა

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მულტიდისციპლინურ  გუნდს გერმანელი ექსპერტი, პროფესორი მიშელ ლანიადო შემოუერთდა

ონკოლოგიურ პაციენტთა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

მოგეხსენებათ, რომ ონკოლოგიური დაავადებები ყველაზე აქტუალური პრობლემაა  თანამედროვე მედიცინაში. ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაა. ამისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციულ ღონისძიებებს, დაავადებათა ადრეულ სტადიაზე გამოვლენას, სწორ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.

რა თქმა უნდა არსებობს მთელი რიგი გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყნის ონკოლოგიური სერვისი და მომსახურება, სწორედ ამიტომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობის მეთოდი განისაზღვრება Tumor Board-ის (სხვადასხვა სპეციალისტისგან შემდგარი ჯგუფი) ერთობლივი მსჯელობისა და დისკუსიის საფუძველზე.

ცენტრში, გარდა ჩვენი კლინიკის ექიმებისა,  მკურნალობის მეთოდის განსაზღვრაში მონაწილეობენ კლინიკის ოფიციალური ექსპერტები – ემორის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი, პროფესორი ნათია ესიაშვილი და ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ჯუღაშვილი-ერნანდესი. სწორედ ამ სპეციალისტთა გუნდს შემოუერთდა  გერმანელი ექსპერტი მიშელ ლანიადო, რომელიც Senior Experten Service-ს ექსპერტია. SES არის გერმანიის ერთ-ერთიკომპეტენტური და წამყვანი ორგანიზაცია 1983 წლიდან.

ბატონ ლანიადოს ვიზიტი დიდი ხნის წინ დაიგეგმა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, თუმცა, COVID-19-ის გამო, მისი ვიზიტი გადაიდო. ამის მიუხედავად, მსოფლიო პანდემიამ ხელი ვერ შეუშალა კლინიკისა და გერმანელი ექსპერტის პარტნიორულ თანამშრომლობას და 9 სექტემბერს, როგორც კი გაჩნდა შესაძლებლობა,  ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ვიდეოკონფერენცია რომელშიც მონაწილეობდნენ კლინიკის ხელმძღვანელი პირები, რადიოლოგები, რადიაციული და სამედიცინო ონკოლოგები.

ვიდეოკონფერენციის დროს განიხილებოდა ისეთი ნიუანსები როგორიცაა:

  • კლინიკის და ექსპერტის ურთიერთობის ძირითადი ეტაპები;
  • პროფესორ ლანიადოს ჩართულობის ნიუანსები თითოეულ ონკოლოგიურ პაციენტთან, ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდის შერჩევაში;
  • კოლორექტალური და პროსტატის კიბოს მკურნალობის აპრობირებული მეთოდები;
  • სიმსივნის შემდგომი თერაპიის ეტაპები;
  • ონკოლოგიური დაავადებების თანამედროვე მართვის პრინციპები.

ასევე, ორივე მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ერთმანეთისთვის ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინა.

მართალია საზღვრები ჩაკეტილია, თუმცა, პანდემიისდროსაც კი, კლინიკა არ წყვეტს განვითარებას, ჩვენი მიზანია,  რთულ სიტუაციაშიც კი, არ მოვაკლოთ მზრუნველობა მოსახლეობას.

მოგეხსენებათ,  მსოფლიოს მასშტაბით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა საკმაოდ ძვირადღირებულია; ქირურგიის ეროვნული ცენტრის და გერმანელი ექსპერტი მიშელ ლანიადოს ერთობლივი სამომავლო პროექტი კი, პაციენტებს მისცემს ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას – საქართველოში იმკურნალონ გაცილებით ნაკლებ ფასად. ამასთან,  ისარგებლონ ონკოლოგიაში არსებული ყველა თანამედროვე სერვისით.

აღსანიშნავია, რომ კლინიკის რადიოთერაპიული და ონკოლოგიური დეპარტამენტები აღჭურვილია ისეთი ულტრათანამედროვე აპარატურით, როგორიცაა:

  • Elekta-ს წარმოების უახლესი, 2019 წლის Flexitron-HDR მაღალი დოზის აპარატით, რომლის რადიაციულ წყაროს წარმოადგენს Iri-192;
  • ამერიკული კომპანია „Varian“-ის თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი, 2018 წლის სხივური ამაჩქარებლებით (Truebeam; Vitalbeam);
  • „GE“-ს ფირმის „Discovery PET“ სკანერი (აპარატურა  კლინიკას უკვე შეძენილი აქვს და მონტაჟის ეტაპზეა). 

 ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან ერთად კიბოს დამარცხება შესაძლებელია! 


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად