როდის გვესაჭიროება ენდოსკოპიისას ბიოფსია?

როდის გვესაჭიროება ენდოსკოპიისას  ბიოფსია?

ყველაფერი ენდოსონოგრაფიისას ბიოფსიის შესახებ

როდის გვესაჭიროება ენდოსკოპიისას  ბიოფსია?

 

ენდოსკოპიური პროცედურის ჩატარების დროს შეიძლება დადგეს ბიოფსიის აღების საკითხი. სხვადასხვა შემთხვევების დროს ბიოფსიის აღება ხდება „ევროპელი გასტროენტეროლოგების საზოგადოების“ (ESGE)მიერ გაცემული ბოლო რეკომენდაციების მიხედვით.

 

რას ნიშნავს ბიოფსია?

ბიოფსია - ნიშნავს სხვადასხვა მეთოდით მცირე ზომის ქსოვილის მიღებას ენდოსკოპიური პროცედურის დროს ნანახი პათოლოგიური წარმონაქმნებიდან ან პათოლოგიურად შეცვლილი ორგანოს კედლიდან.

 

ბიოფსიის აღება ენდოსკოპიისას ძირითადად ხდება სპეციალური ინსტრუმენტით - საბიოფსიო მაშით; ხოლო ენდოსონოგრაფიისას - საბიოფსიო წვრილი ნემსით. 

 

მიღებული მასალა შემდეგი გამოკვლევისთვის იგზავნება ლაბორატორიაში მორფოლოგთან. კვლევას ჭირდება რამდენიმე დღე. მორფოლოგიური კვლევის შედეგად დგინდება დაავადების სახეობა და ხარისხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სამკურნალო ტაქტიკის შესარჩევად.

 

ბიოფსია სრულიად უმტკივნეულო პროცესია!

 

რა დგინდება მორფოლოგიით?

 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აღებული ბიოფსიის ადგილზე წარმოიქმნება ლორწოვანის მცირე ზომის დეფექტი, რომელიც თავისით ალაგდება 3 დღის განმავლობაში. ამიტომ ბიოფსიის შემდეგი 3 დღე პაციენტს უწევს გარკვეული დიეტური რეკომენდაციების დაცვა.

 

ქირურგიის ეროვნული ცენტრი სრულად უზრუნველყოფს პროცედურის და კვლევის შემდეგომი მორფოლოგიის ზუსტი დიაგნოტირებით დასრულებას.

 

წინასწარი ჩაწერისთვის გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25

ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

დაგვირეკეთ

რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად