მედიცინის დარგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგია ყურისა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს
შეისწავლის.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ოტო-რინო-ლარინგოლოგია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. წარმატებით ხორციელდება შემდეგი ოტო-რინო-ლარინგოლოგიური ნოზოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ქრონიკული ტონზილიტი, მწვავე ანგინა, ფარინგიტი, სინუსიტი (ჰაიმორიტი, სფენოიდიტი, ფრონტიტი, ეთმოიდიტი), სხვადასხვა სახის ოტიტისა და რინიტის, ლარინგიტისა და ა.შ.
წარმატებით მიმდინარეობს ოტო-რინო-ლარინგოლოგიურ დაავადებათა ქირურგიული მკურნალობა: როგორც პირის, ასევე ცხვირის ღრუში, ხორხსა და ყურზე.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ცხვირის ღრუში ენდოსკოპიური ოპერაციები უკვე დაინერგა. ქირურგიული ჩარევა თანამედროვე აპარატებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება.
რა იწვევს ყურის ტკივილს, როგორ მოვიქცეთ ყურის ანთების დროს, როგორია მკურნალობის მეთოდი – ამ თემაზე ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოტო–რინო–ლარინგოლოგი, ბეჟან ხელაშვილი გვესაუბრა.
„ყურის ანთების დროს, ექიმთან ვიზიტია აუცილებელი - არაა რეკომენდირებული საკუთარი ძალებით მკურნალობა, რადგან ამ ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ყურის ტკივილი, ასევე ყბის სახსარი, ან კუნთი“, – აცხადებს ბეჟან ხელაშვილი.
- თქვენი შეხედულებით, ჩვენს კლინიკაში რა ახალი მეთოდი შეიძლება დაინერგოს, რითაც ის სხვა სამკურნალო დაწესებულებებს შორის გამორჩეული იქნება?
- ტექნოლოგიები ყოველწლიურად ვითარდება და ჩვენც ვცდილობთ, ყველა სერიოზულ კონფერენციას დავესწროთ და გამოვიყენოთ წარმოდგენილი მეთოდები. შეძლებისდაგვარად, მსოფლიო მასშტაბით არსებული ყველა სიახლე ჩვენს კლინიკაში დაინერგება.
- რა რეკომენდაციებს მისცემთ ჩვენს მკითხველს ყურის ანთების დროს?
- ყურის ანთების დროს, ექიმთან ვიზიტია აუცილებელი - არაა რეკომენდირებული საკუთარი ძალებით მკურნალობა, რადგან ამ ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ყურის ტკივილი, ასევე ყბის სახსარი, ან კუნთი.
შეიძლება, გოგირდის საცობია და ეს იწვევს ტკივილს. დიახ, არის პრეპარატები, რომელიც შეიძლება ახლობელმა, ან მეგობარმა გირჩიოთ, მაგრამ მაგალითად თუ სახეზეა დაფის აპკის პერფორაცია, არსებობს რიგი პრეპარატები, რომლის ჩაწვეთებაც არ შეიძლება! იმისთვის რომ ზუსტი დიაგნოზი დაისვას და პაციენტმა ადეკვატური მკურნალობა მიიღოს, აუცილებელია ექიმთან მისვლა.
როდესაც, პაციენტი ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ყურის ანთებასთან დაკავშირებული ჩივილებით მომართავს, დახმარება შესაბამისი პროცედურების გამოყენებით ხდება, მათ შორის ადგილობრივი და ზოგადი გამაყუჩებლის თერაპიით და ენიშნება რამდენიმედღიანი კომპლექსური მედიკამენტური მკურნალობა. უნდა აღინიშნოს, რომ შუა ყურის ანთება უმრავლეს შემთხვევაში ცხვირის ღრუში მიმდინარე სხვადასხვა სახის ანთებითი პროცესებიდან მოდის. მნიშვნელოვანია, ცხვირის ღრუ იყოს ყოველთვის გამავალი და არ არსებობდეს სუნთქვისთვის დაბრკოლება. ამას, დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ყურისთვის; თუ ცხვირით სუნთქვა არ ხდება, ფილტვი ბოლომდე არ იშლება. შესაბამისად, ორგანიზმი სასურველი რაოდენობის ჟანგბადს ვერ იღებს.
რა იწვევს ყურის ტკივილს? გრიპის დროს ცხვირში პრობლემა იჩენს თავს. არსებობს შუა ყურისა და ცხვირის ღრუს დამაკავშირებელი მილი, რომელსაც ევსტაქის მილი ეწოდება და რომელიც ცხვირში იხსნება - წნევა გარემოსა და შუა ყურში თანაბარი უნდა იყოს. გრიპისა და ვირუსის დროს, როგორც კი ცხვირის ღრუში შეშუპება მოხდება, ისედაც ვიწრო მილი სწრაფად იკეტება - თუ ვერ შევძელით ამ მილის გახსნა, შუა ყურში უარყოფითი წნევა წარმოიქმნება და შესაბამისად, ჩნდება ტკივილიც.
რაც შეეხება, საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს, თითქოს ყურის ტკივილს ქარიან ამინდში გარეთ ყოფნა იწვევს, შეიძლება საქმე ეხებოდეს როგორც ყურის ტკივილს, ასევე ყბის სახსრის ანთებას. საქმე იმაშია, რომ ყბის სახსარი გარეთა სასმენ მილთან იმდენად ახლოსაა, ძალიან ხშირად, პაციენტები შეცდომაში შედიან და ჰგონიათ რომ ყური სტკივათ. ძირითადად, ეს პრობლემა მძღოლებს აწუხებთ, რადგან ღია ფანჯრიდან ჰაერი უბერავს. უნდა აღინიშნოს, რომ თუ ტკივილი სახის არეშიც ვრცელდება და სიცივეზე შეგრძნება მატულობს ეს უკვე ნერვის პრობლემაზე მიუთითებს და აუცილებელია, მკურნალობის პროცესში ყელ-ყურის გარდა ნევროპათოლოგიც ჩაერთოს.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ოტო-რინო-ლარინგოლოგს, ბეჟან ხელაშვილს
579 98 47 74
595 28 38 18
ავტორი ეკატერინე ციცხვაია