გამომცემლობა პალიტრა L-ის წიგნების გამოფენა–გაყიდვა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

გამომცემლობა პალიტრა L-ის წიგნების გამოფენა–გაყიდვა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ წიგნების გამოფენა–გაყიდვა გაიმართა.

კლინიკის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ნებისმიერ თანამშრომელს, სურვილისამებრ, საშუალება ჰქონდა, სამსახურიდან გაუსვლელად პატარებისთვის წიგნი შეეძინა.

ღონისძიების შესახებ

წარმოდგენილი იყო საბავშვო ლიტერატურა სპეციალურად ქირურგიის ეროვნული ცენტრისთვის განსაზღვრულ სააქციო ფასად.

გამომცემლობამ გამოფენაზე წარადგინა 200–მდე წიგნი და მათ შორის „საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია“, რომლის დახმარებითაც პატარას თვალწინ მთელი სამყარო გადაეშლება, იმოგზაურებს კოსმოსში, შეისწავლის ბუნებას, მიიღებს ინფორმაციას განსხვავებული კულტურის შესახებ, „ცოდნის სამყაროში“ კი საინტერესო ცნობები, ილუსტრაციები, უცნობი და ცნობილი ფაქტებია თავმოყრილი, „50 პრინცესას ზღაპარი“ პატარა ადამიანს მომაჯადოებელ სამყაროს გააცნობს და სხვა.

წიგნებთან ერთად კლინიკის თანამშრომლებს შეეძლოთ შეეძინათ ბავშვის ალბომები და სამაგიდო თამაშები.

ღონისძიებამ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დიდი ინტერესი გამოიწვია.

როგორც თანამშრომლებმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადეს, მოხარულნი არიან, რომ საშუალება ეძლევათ შეიძინონ წიგნები სამსახურშივე მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, დაზოგონ როგორც დრო, ისე ფინანსები.

ცნობისათვის, გამომცემლობა „პალიტრა L“ 2005 წელს დაარსდა და 15 წლის მანძილზე განახორციელა მრავალი მნიშვნელოვანი, ინოვაციური და მასშტაბური პროექტი.

ამჟამად გამომცემლობა წლის განმავლობაში 400–ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ჟანრის წიგნს გამოსცემს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად