„დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ!“
შიდსი, ანუ შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, აივ ინფექციის ბოლო სტადიაა. ინფექცია აზიანებს და ანგრევს იმუნურ სისტემას, რაც ადამიანის ორგანიზმს ართმევს უნარს, წინააღმდეგობა გაუწიოს ინფექციებსა და დაავადებებს. ასევე, იგი ტუბერკულოზის განვითარების ძირითადი რისკფაქტორია.
სახელმწიფოსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით მიმდინარეობს შიდსის უფასო სკრინინგი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, 1 დეკემბერს ყოველწლიურად აღინიშნება აივ/შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე.
მოგაწვდით რამდენიმე ზოგად, მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შიდსის სიმპტომებია:
- ტემპერატურის უმიზეზო მომატება 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში;
- ლიმფური კვანძების გადიდება;
- ძლიერი საერთო სისუსტე;
- მუქი წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე;
- გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც არ ექვემდებარება ჩვეულებრივ მკურნალობას;
- ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით, ღამით;
- თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე;
- პათოლოგიური მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.
შიდსის ვირუსი არ გადადის:
- კოცნით – ნერწყვში ვირუსი იმდენად მცირე კონცენტრაციითაა, რომ კოცნით ინფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია. საშიშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ნერწყვს დიდი ოდენობით სისხლი მოჰყვება ან პირის ღრუს ლორწოვანი გარსი დაზიანებულია და მასში ვირუსი იოლად აღწევს;
- მწერების ნაკბენით;
- აუზზე, აბანოსა და საუნაში;
- ხელის ჩამორთმევით;
- პირადი ჰიგიენის ნივთებით (პირსახოცით, ჭურჭლით) და ტანსაცმლით;
- დონორობისას.
არსებობს აივ ინფექციის გადაცემის შემდეგი გზები:
- დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ან დაინფიცირებულ პირთან სექსუალური კავშირი;
- ინფიცირებული სისხლის გადასხმა;
- აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის ან სხვა ბასრი ინსტრუმენტის გამოყენება;
- ინფიცირებული დედის ორსულობა, მშობიარობა ან ძუძუთი კვება.
თუ გაქვთ ეჭვი, რომ ინფიცირებული ხართ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით, დაძლიეთ ემოციები და გამოიკვლიეთ თავი შიდსზე, რადგან აივ ინფიცირების შემთხვევაში აუცილებელია:
- დროულად ჩაიტაროთ გამოკვლევები და დაიწყოთ სპეციფიკური მკურნალობა, რომელიც აჩერებს დაავადების პროგრესირებას;
- მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან აივ ინფექციის ფონზე ნებისმიერი თანმხვედრი დაავადება მიმდინარეობს მძიმედ და საჭიროა სათანადო მკურნალობა, განსაკუთრებით, ჰეპატიტების, ტუბერკულოზის და ვენერიული დაავადებების დროს;
- თავიდან აიცილეთ თქვენთვის ახლობელი და საყვარელი ადამიანების ინფიცირება.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ტარდება შიდსის უფასო სკრინინგი. ასევე, ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, 2015 წლის მაისიდან მოსახლეობას საშუალება აქვს, უფასო ტესტირება C ჰეპატიტზეც ჩაიტაროს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი უერთდება შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს.
გაითვალისწინეთ, რომ აივ დადებით ადამიანებში სტიგმა იწვევს დეპრესიას; გარიყულობის, არასრულფასოვნების, დაუცველობის განცდას.
გავრცელებული არასწორი ცნობები და ცრუ მითები აივ ინფექციის ან ინფიცირებული პირების შესახებ უარყოფითად ზემოქმედებს აივ პოზიტიურ ადამიანებზე.
ეპიდემიები ჩნდება, ვრცელდება და შემდეგ ქრება – მათ ყოველთვის აქვს დასაწყისი და დასასრული. ნუ დათესავთ დარდს და ტკივილს, ნუ ებრძვით ადამიანებს, ებრძოლეთ ვირუსს!
ჩვენს კლინიკაში, როგორც ამას ჰიპოკრატეს ფიციც მოითხოვს, არ ხდება შიდსით დაავადებული პაციენტების სელექცია, დიფერენცირება, დისკრიმინაცია და სტიგმატიზაცია.
ჩვენ არ ვმსჯელობთ სტერეოტიპებით, ხელს ვუწვდით იმ პაციენტებს, რომელთა მიმართ აგრესია და შიში მძლავრობს საზოგადოებაში. ქირურგიის ეროვნული ცენტრი შიდსით დაავადებულ ნებისმიერ პაციენტს აძლევს საშუალებას, ისარგებლოს მულტიპროფილური კლინიკის ყველა სერვისით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
ეშტეინბარის ვირუსი
კითხვა: გამარჯობა დამიდგინდა ეშტეინბარის ვირუსი ვცივდები ხშირად გრდელდება წლები რაშემიდლია გავაკეთო რომ განვიკურნო სრულად
სპლენექტომია
კითხვა: გამარჯობა ვარ 25 წლის 12 წლის ასაკში გავიკეთე სპლენექტომია, ამჟამად ვარ დაკავებული აქტიური სპორტით ვარჯიშობ სამჭიდზე და ვეწევი საკმაოდ დიდ წონებს თავს სრულიად ჯანმრთელად ვგრძნობ ჩვეულებრივი გრიპიც კი არ მეკარება და თუ შეგიძლიათ მითხრათ მომავალში შეიძლება თუ არა რამე გვერდითი მოვლენები მქონდეს და რა პრევენციული ზომების მიღება შეიძლება? მადლობთ წინასწარ.
სტაფილოკოკი
კითხვა: გამარჯობა. რამდენიმე წელია პერიოდულად მაქვს გამონაყარი ბეჭებზე და მკერდზე.ხან ძალიან აქტიურად. მითხრეს რომ დიაგნოზია სტაფილოკოკი და დამინიშნეს ნემსი ,,იმუნოგლობულინი,, რომელიც მხოლოდ რუსეთშია. მაგრამ ეხლა აღმოჩნდა რომ იქაც აღარ უშვებენ. რა ვქნა სხვა საშველი არ არის?
წითელი ქარი
კითხვა: წითელი ქარი - მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები და ხანგრძლივობა მაინტერესებს
სტრეპტოკოკული ფარინგიტი
კითხვა: გამარჯობა, ვარ 26 წლის. წლებია მაწუხებს დაბალი სიცხეები პერიოდულად, მაქვს გაციების სიმპტომები, დაღლილობა, სისუსტე, ყელის ტკივილი. ბევრნაირი ანალიზები გავიკეთე, მაგრამ ყველაფერი ნორმაში მქონდა. ახლაღა გავიკეთე ყელი ნაცხის ანალიზი. გამოკვლევისას ამოითესა streptococcus pyogenes უხვი ზრდით. მგრძნობელობა მაქვს 4 + ამოქსაცილინზე, ამპიცილინზე, ამპიოქსზე, გენტამიცინზე, კლარიტრომიცინზე, ფლოქსანზე, აველოქსზე, მეფლოციდზე, რიფამპიცინზე, დალაცინზე. სამსახურში დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვახერხებ ექიმთან მისვლას. თუ შეგიძლიათ, რომ დამეხმაროთ და მირჩიოთ რა წამალი მივიღო, როგორ ვიმკურნალო. წინასწარ გმადლობთ.
ინფექციური მონონუკლეოზი
კითხვა: გამარჯობა. ერთ თვეზე მეტია მაქვს სიცხეები უკვე ერთ კვირაზე მეტია რაც ინფექციურიდან გამომწერეს დიაგნოზი ეპ შტეინ ბარი ვირუსი დამიდგინეს ღვიძლი გაცხიმოვნებულიაო. ვიღებდი მედიკამენტებს მაგრამ სიცხეები ისევ დამიტოვა ოფლის დენა მშველის დაწევაში მაგრამ მალევე ისევ იმატებს ვერ აღვწერ უკვე ფსიქოლოგიურად როგორ ვარ რაა ესეთი ვირუსი ან რა მედიკამენტებს მირჩევთ? დიეტას ვიცავ. მადლობა წინასწარ