პოსტინექციური აბსცესი - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა,ვარ ნარკომანიის ცენტრის პაციენტი,მეტადონის პროგრამაზე,მეტადონის დალევის შემდეგ ცოტ ცოტად დავიწყე დიმედროლის მიღება,ვენაში,ნანემსარებისგან გამიჩნდა აბცესის დაწყებითი ნიშნები,შემიძლია ფოტოც განახოთ,გთხოვთ მირჩიოთ რა გავაკეთო? როგორ მოვიშორო ეგ ნანემსარისგან გაჩენილი (ორმოები) ვხმარობ: წყალბადის ზეჟანგს,იოდს,ბრილიანტის მწვანეს, და ბოლოს მეკოლს,შედეგი რო აღარ გამოჩნდა გადავწყვიტე თქვენთან დაკავშირება,გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე ,თბილისში მე ვერ ჩავალ,ვცხოვრობ სენაკში
პასუხი:

მოგესალმებით,
ნანემსარ უბანთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი ინფილტრატის განვითარებაა.
ამ უკანასკნელს ერთსა და იმავე უბანში გაკეთებული ინიექციები, ასეპტიკის წესების დაუცველობა და სხვა მრავალი ფაქტორი განაპირობებს.
ნანემსარ ადგილზე აბსცესის ჩამოყალიბების მიზეზი ქსოვილთა დაინფიცირებაა. აბსცესი შემოფარგლული ჩირქოვანი ანთებაა. ის ინფილტრატთან შედარებით უფრო რთულად მიმდინარეობს და ზოგჯერ ქირურგიული ჩარევით მთავრდება.
თუ ნანმესარი ძალიან მტკივნეულია, შეწითლებულია, შესიებულია, გაცხელებულია, გიფეთქავთ, მომატებულია მთლიანი სხეულის ტემპერატურა და მდგომარეობა გაუარესებულია გირჩევთ, მიმართოთ ქირურგს, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მედიკამენტური მკურნალობა გესაჭიროებათ, თუ ქირურგიული ჩარევა.
მიმოწერის რეჟიმში, სამწუხაროდ ვერაფერს გირჩევთ.
გასაგებია თქვენი მდგომარეობა, თუ თბილისში ვერ ჩამობრძანდებით, მიმართეთ სენაკის სამედიცინო დაწესებულებაში ქირურგს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა