მოგესალმებით,
ჭიპის თიაქარი ვითარდება მაშინ, როდესაც სხეულის შინაგანი ორგანო დასუსტებული კუნთის კედლის საშუალებით მის ახლომდებარე ქსოვილში ჩადის.
ჭიპის თიაქრის დროს, ჭიპთან უმტკვინეულო ამონაზარდი ჩნდება , რომელიც შეიძლება გაიზარდოს სიცილის, ხველების, ტირილის , ჭინთვის დროს და შეიძლება შემცირდეს დაწოლის ან მოსვენების დროს.
უმეტეს შემთხვევაში, თიაქარი მკურნალობის გარეშე, დროთა განმავლობაში, როგორც წესი , უარესდება.
თქვენ შემთხვევაში, შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს კლინიკაში ქირურგს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ მოგცემთ სათანადო მითითებებს.
თუ საჭირო გახდება დამატებით ექოსკოპიურ კვლევა, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ქირურგის კონსულტაციასა და ექოსკოპიურ კვლევას სრულიად უფასოდ !
ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31430/moculobiti-warmonaqmni-da-diskomforti-muclis-wina-kedelze-shesadzloa-tiaqarze-miganishnebdet-%E2%80%93-gtavazobt-eqoskopias-da-qirurgis-konsultacias-sruliad-ufasod--
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/26
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !