დერმოიდული კისტა - პროქტოლოგია

კითხვა: გამარჯობა, საქართველოში არ ვიმყოფებით და იქნებ დაგვეხმაროთ, მეუღლეს დუნდულებს შორის გართან გაუჩნდა პატარა ორი წერტილი აი თითქოს რაღაც იყო შიგნით და ამოვარდა, აქამდე არ შეგვიმჩნევია გუშინ შევამჩნიე არც ტკივა და არაფერი საერთოდ, ვიფიქრე რაღაც მუწუკის მზგავსი იყო და ამოვარდათქო საღამოს სპირტით დავაპირე დამემუშავებინა და რომ წავუსვი სპირტიანი ბამბა მეწვისო მითხრა და კარგად რომ დავაკვირდი პატარა თმის წვერი ჩანდა შიგნიდან. პინცეტით ამოვაცალე მაგრამ ერთი რომ ამოვიღე კიდე გამოჩნდა და ესე რამოდენიმე ღერი თმა ამოვიდა ერთი და იმავე სიღრმიდან, ბოლოს ხელი დავაჭირე და ცოტა სისხლიც ამოყვა, რა შეიძლება იყოს ან როგორ მოვიქცეთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ აღწერთ დერმოიდული კისტას, იგივე „ბეწვის ჩაბრუნებას“ – ეს არის თანდაყოლილი პათოლოგია, რომლის დროსაც ემბრიონული განვითარების პროცესში კუდუსუნის ნაკეცის არეში კანქვეშ რჩება ეპითელიუმით ამოფენილი არხი, რომელშიც შემდგომში შეიძლება ჩაიზარდოს ბეწვი, დაგროვდეს ცხიმოვანი ან საოფლე ჯირკვლების სეკრეტი, მოხდეს დაინფიცირება. ეს ანომალია საკმაოდ ხშირია.
როგორც მოგვითხრობთ, ჩატარებული გაქვთ ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც მთლიანად იღებენ ეპითელურ არხს ირგვლივ მდებარე პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილებით, ინფილტრატებით და ფისტულებით.
გირჩევთ თავი აარიდოთ თვითმკურნალობას, „ამოფაშვრას“, რათა არ გამოიწვიოთ მდგომარეობის გაუარესება და დაინფიცირება.
მიმართეთ იმ ქვეყნის კლინიკაში ქირურგს, სადაც ბრძანდებით, რათა დაზუსტდეს დიაგნოზი და განისაზღვროს მკურნალობის მეთოდი.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა