მოგესალმებით,
ლიპომა გამოწვეულია ცხიმოვანი უჯრედების ჭარბი დაგროვებით. იგი სხეულის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება განვითარდეს, სადაც გვხვდება ცხიმოვანი უჯრედები.
მისი ჩამოყალიბების მიზეზი უცნობია. თუმცა, ხშირია ოჯახებში, ამიტომ გენეტიკური ფაქტორები გარკვეული როლის მატარებელია.
თქვენს შემთხვევაში, რაკი მისი ზომა აღემატება 5 სანტიმეტრს, პრევენციის მიზნით, სასურველია ჩატარდეს ბიოფსია, რათა გამოირიცხოს გაავთვისებიანობის საწყისი პროცესი.
თქვენს შემთხვევაში, ლიპომის ლოკაციიდან გამომდინარე, თუ იგი წოლის დროს იწვევს ტკივილს, შესაძლებელია მისი ქირურგიული გზით მოცილება.
შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში ქირურგს, შესაბამისი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შემდეგ კი, დაიგეგმება მკურნალობის შესაბამისი მეთოდი.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/qirurgia/26
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!