ხელის ტკივილი, განგლიონი - ტრავმატოლოგია

კითხვა: დაახლოებით ერთი წელია პერიიდულად მტკივა მარცხენა ხელის ხვალი იდაყვიდან მხრის ძვალის მიმართულებით , ტკივილმა ორი დღეა მოიცვა მთლიანად ხელი და ვგრძნობ ასევე ხელის დაბუჟებას. ხელის ორივე მტევანზე ერთი წლის წინ გამიჩნდა განგლიური კისტა. რომელ ექიმს შეიძლება მივმართო
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში შეგიძლიათ, გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:

  • მუცლის შებერილობა, ყაბზობა;
  • რა იწვევს ხელის ტკივილს;
  • რა არის განგლიონი.

მუცლის შებერილობასა და ყაბზობასთან დაკავშირებით, ჩვენი ექიმების ერთ-ერთ პასუხს, შეგიძლიათ გაეცნოთ კლინიკის ვებგვერდზე, მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/full-ask/sheberiloba/34428 
ხელის ტკივილი კი, მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორისაა: სახსრის დაზიანებები, ნერვების კომპრესია და ა.შ.
მიზეზის შესაბამისად, ტკივილი შესაძლოა უეცრად დაიწყოს, ან დროდადრო განვითარდეს. ხშირ შემთხვევაში, ხელის ტკივილი კისრის ან ხერხემლის ზედა ნაწილის პრობლემებიდან გამომდინარეობს. ტკივილის გამომწვევი მიზეზი კი, შესაძლოა ბევრი რამ იყოს, მაგრამ თქვენ შემთხვევაში, განვიხილავთ შემდეგ მიზეზებს:

  • მხრის ნერვთა წნულის დაზიანება;
  • ბურსიტი;
  • სპონდილოზი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • მაბრუნებელი კუნთების დაზიანება;
  • დაჭიმვა ან დაძაბვა;
  • ტენდინიტი;
  • ნერვის კომპრესია (მიჭყლეტვა).

შესაძლოა, გამოიხატოს მგრძნობელობითი სხვა ცვლილებები, როგორებიცაა ჩხვლეტის და წვის შეგრძნებები, ამ დროს მკლავებში, ხელებში ან თითებში შეიძლება განვითარდეს მოუქნელობა და სისუსტე.
ტკივილი შეიძლება განვითარდეს ერთი ნერვის გაყოლებაზე ან სხეულის ორივე მხარეს სიმეტრიულად.

განგლიური კისტა

იგი წარმოადგენს სიმსივნურ წარმონაქმნს, რომელიც შეიცავს, ნერვულ ბოჭკოებს სისხლძარღვოვან შემაერთებელ ქსოვილსა და განგლიურ უჯრედებს.
წარმონამქნების სამკურნალოდ, არ არსებობს მალამოები, კრემები და მედიკამენტები, რომლებიც იძლევა გარანტიას, რომ განგლიონი სამუდამოდ გაქრება.
თუმცა, თანამედროვე პრაქტიკაში გამოიყენება ისეთი მეთოდები როგორიცაა:

  • ფიზიოთერაპია;
  • კისტის შიგთავსის შპრიცით ამოღება;
  • გამათბობელი კომპრესები;
  • ულტრაიისფერი სხივები.

კონსერვატიული მკურნალობა თუ შედეგს არ მოიტანს, ტარდება ქირურგიული მკურნალობა.

ganglioni


რაც შეეხება ოპერაციულ ჩარევას, მისი საჭიროება განხილული იქნას მხოლოდ აბსოლუტური ჩვენების შემთხვევაში, წარმონაქმნის ზომის და კლინიკური სიმპტომების არსებობისას.
თუ რა იწვევს თქვენს მიერ აღნიშნულ სიმპტომებს ზუსტად, დისტანციურად რთული სათქმელია.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს მრავალპროფილურ კლინიკაში, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდით. გვყავს ყველა სპეციალისტი, მათ შორის:

  • ტრავმატოლოგი;
  • ნევროლოგი;
  • გასტროენტეროლოგი.

თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, თვალი გადაავლეთ ჩვენს ვებგვერდს, სადაც მიიღებთ ინფორმაციას კონკრეტული აქციების შესახებ და შეძლებთ ფასდაკლებით გაიაროთ ამა თუ იმ ექიმთან კონსულტაცია.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა