ტარლოვის კისტა - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა მაქვს ტარლოვის კისტა ს3 ზე . 13მილიმეტრი ძალიან მტკივა წელი და გადასცემს საკვერცხეს. რა სახის მკურნალობა არასებობს ? ან მედიკამენტი აყუჩებს
პასუხი:

მოგესალმებით,
ტარლოვის კისტა, წარმოადგენს სითხით სავსე ტომარას, რომელიც გავლენას ახდენს ხერხემლის ნერვულ ფესვებზე, განსაკუთრებით კი იმ ნერვულ დაბოლოებებზე, რომლებიც განლაგებულნი არიან ხერხემლის ფუძესთან ახლოს (გავა–კუდუსუნის მიდამო).
როგორც წესი, სიმპტომთკომპლექსი დამოკიდებულია კისტის ზუსტ ადგილმდებარეობასა და ზომაზე.
შესაბამისად, რაც უფრო დიდია ტარლოვის კისტა, მით უფრო მეტია ჩივილიც.
იგი შესაძლოა, იყოს ისეთი ჩივილის გამომწვევი მიზეზი როგორიცაა:

  • ტკივილი კისტის საპროექციო არეში;
  • შარდის შეუკავებლობა;
  • ნაწლავური პრობლემები;
  • სისუსტე ქვემო კიდურებში;
  • კიდურების დაბუჟება;
  • რექტალური პრობლემები;
  • მენჯის ტკივილი;
  • მუცლის ტკივილი;
  • რეფლექსური ცვლილებები;
  • მტკივნეული შარდვა (დიზურია);
  • ყაბზობა.

tarlovis_kista

გარდა ამისა, იშვიათად თუმცა მაინც ფიქსირდება ისეთი ე.წ. დამატებითი სიმპტომები როგორიცაა:

  • თავის ქრონიკული ტკივილი;
  • დაბინდული მხედველობა;
  • კუნთების სისუსტე.

თუმცა, შესაძლოა ტარლოვის კისტები არ ასოცირდებოდნენ სიმპტომებთან და პათოლოგიის მიმდინარეობა იყოს ასიმპტომური.
ასევე, თუ კისტა მდებარეობს ხერხემლის ზედა სეგმენტში, შესაძლოა ტკივილი გავრცელდეს კისერზე, მკლავებსა და ზემო კიდურებზე.
პათოლოგიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე თეორია, რომ კისტები გამოწვეულია ნერვული ფესვისა და მის გარსს შიგნით ანთებითი პროცესის შედეგად. ასევე, ტრავმის შედეგად ზიანდება ნერვული ფესვის გარსი, რაც იწვევს ცერებროსპინალური სითხის (CSF) გაჟონვას. რამაც შეიძლება, გამოიწვიოს კისტის ზომების ზრდა და სიმპტომების განვითარების უფრო მეტი ალბათობა.
აუცილებელია, პათოლოგია დადასტურდეს შესაბამისი კლინიკური კვლევით, რა შემთხვევაშიც მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია წარმოადგენს ოქროს სტანდარტს, კვლევის ჩატარების შემდეგ ხდება დიფერენცირება ტარლოვის კისტასა და მსგავსი სიმპტომთკომპლექსის მქონე პათოლოგიებს შორის:

ისეთი ძლიერი ტკივილების დროს, როგორიც თქვენს შემთხვევაშიც გამოიხატა, მკურნალობა ქირურგიულია.
უფრო მეტი დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი, აუცილებელია მიმართოთ ვერტებროლოგს ან ნეიროქირურგს.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეოროქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეს, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმი–სპეციალისტი გიორგი ეგუტიძე გაგიწევთ დახმარებას. მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ კი, დაგენიშნებათ აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გაითვალისწინეთ, რომ უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა