ვერტებრობაზილარული უკმარისობა (VBI) - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობათ მაქვს თავბრუსხვევა დაწოლილ მდგომარეობასიც.სისუსტე და წონასწორობის დაკარგვა.ვის მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ვერტებრობაზილარული უკმარისობა;
  • ვერტებრობაზილაურილი უკმარისობის გართულებები;
  • VBI რისკ-ფაქტორები;
  • ვერტებრობაზილარული უკმარისობის სიმპტომები:
  • VBI დიაგნოსტირების მეთოდები.

დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა, სავარაუდოდ, ჩივილის გამომწვევია ვერტებრობაზილარული უკმარისობა (VBI), რომელის დროსაც ტვინის უკანა ნაწილს, არტერიას, თალამუსს, ჰიპოკამპუსს სისხლი არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობით.
პათოლოგიამ, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა:

  • ატაქსია;
  • ჰემიპლეგია;
  • დიზართრია;
  • დისფაგია;
  • კრანიალური ნერვული დამბლა;
  • ნევროლოგიური დეფიციტი.

საწყის ეტაპზე, ვერტებრობაზილარული უკმარისობა შესაძლოა იყოს ასიმპტომური, თუმცა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა განვითარდეს:

  • ბაზილარული არტერიის ოკლუზია;
  • ათეროსკლეროზული ფოლაქები;
  • ვესტიბულური ნევრიტი;
  • ვერტიგო.

გასათვალისწინებელია VBI-ს რისკ-ფაქტორებიც, რომელშიც შედის:

  • თამბაქოს მოხმარება;
  • ჰიპერტენზია;
  • ასაკი;
  • სქესი;
  • ოჯახის ისტორია;
  • გენეტიკური ფაქტორი;
  • კორონარული არტერიის პათოლოგია;
  • პერიფერიული არტერიის დაავადება.

სხვა ეტიოლოგიური მიზეზები შეიძლება იყოს: ინფექციური ენდოკარდიტი, ხერხემლის არტერიის დისექცია და სისტემური ჰიპერკოაგულაცია.
ვერტებრობაზილარული უკმარისობის სიმპტომებია:

  • ვერტიგო;
  • სინკოპე;
  • უეცარი სისუსტე (დაცემის შეგრძნება);
  • დიპლოპია (მხედველობის დაქვეიტება)
  • პარესთეზია;
  • დისფაგია;
  • დიზართრია;
  • თავის ტკივილი.

vertebrobazilaruli_ukmarisoba

შესაძლოა, რამდენიმე სიმპტომმა ერთდროულად იჩინოს თავი.
თავის ტვინის მდგომარეობის შესაფასებლად და სისხლძარღვოვანი ვიზუალიზებისთვის, გამოიყენება ისეთი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, როგორიცაა:

პირველადი სამედიცინო დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა ნევროლოგის პრეროგატივაა, ამიტომ, კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების დუპლექსსკანირებას, აქციის შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/full-article/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad/31356
მაგისტრალური სისხლძარღვების სტრუქტურის შეფასების, მასში სისხლის ნაკადის მიმართულების, სიჩქარისა და დაზიანების ხარისხის განსაზღვრის შემდეგ, დაგენიშნებათ აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა