ვიზიტი მამოლოგთან - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მყავს 14 და 4 წლის შვილები. ორივე მყავდა ბუნებრივ კვებაზე და ვერცერთხელ ვერ მოვახერხე რძის ბოლომდე გაშრობა. ვსვი დოსტინექსი სქემის სახით 10 ტაბლეტი. გამონადენი 1 თვით შეჩერდა, ეხლა ისევ იგივე პრობლემა მაწუხებს. გთხოვთ მირჩიოთ რამე.გმადლობთ.
პასუხი:

მოგესალმებით, 

დისტანციურად დიაგნოსტირება რთულია, თუმცა  შესაძლოა, იქიდან გამომდინარე, რომ ლაქტოსტაზის ლიკვიდირება  არ მოხდა, იგი გადაიზარდა მასტიტში ( სარძევე ჯირკვლის ანთება) .

 ამას გარდა ლაქტოსტაზი შესაძლოა დამთავრდეს ჰიპოგალაქტიით (სარძევე ჯირკვლებიდან რძის შენელებული გამოყოფა), ამიტომ ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ ზემოთ აღწერილი სიმტომები მაინც დარჩა, აუცილებელია  ისევ მიმართოთ მკურნალ  ექიმს, რათა შეცვალოს მკურნალობის მეთოდი. ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“  მამოლოგთან კონსულტაციაზე.

ასევე, შემოგთავაზებთ მამოლოგიურ სკრინინგს ძალიან დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ  ჯანმრთელობას! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა