კითხვა: გამარჯობა, ჩემს ოჯახის წევრს ქვიშაზე სირბილისას ფეხზე გაუჩნდა გამონაზარდი. თითქოს ვენაა გამოწეული, ბურთივით. ტკივილით არ აწუხებს, როდესაც ფეხზე დგას უფრო მეტად ემჩნევა. 27 წლის არის და არ აწუხებს არაფერი. შემიძლია ფოტოც გამოგიგზავნოთ ვიზუალურად რომ ნახოთ. იქნებ მირჩიოთ რა შეიძლება იყოს? მადლობა წინასწარ
პასუხი:
მოგესალმებით,
როგორც ჩანს გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს. შესაბამისად გიპასუხებთ, ანალოგურად.
შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ფოტო მასალაც, თუმცა დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელი და არაპროფესიულია.
მობრძანდეს თქვენი ოჯახის წევრი ჩვენს კლინიკაში ქირურგთან კონსულტაციაზე, სადაც თავად ექიმი–სპეციალისტი მიაწვდის მას ამომწურავ ინფორმაციას და დაუნიშნავს მკურნალობას.
ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !