- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
თუ გსურთ, რომ საცურაო აუზზე ან ზღვის სანაპიროზე თავი მოხდენილი ტანით მოიწონოთ, სტატია ყურადღებით წაიკითხეთ.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგი სოფიო ფუტურიძე მკითხველს ყველაზე გემრიელ და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო დიეტას სთავაზობს.
თუ კიტრსა და პომიდორზე ალერგია არ გაქვთ და ამასთან, ზედმეტ წონასთან ბრძოლა გადაწყვიტეთ, მიირთვით ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი, ამავდროულად დაბალკალორიული და გემრიელი სალათა.
„შეგიძლიათ სალათა შეაზავოთ ქონდარითა და რეჰანით. სალათას ცილით გაამდიდრებთ თუ დაურთავთ დაბალცხიმიან ყველს ან ბარდას. კიტრისა და პომიდვრის სალათის მომზადებისას რეკომენდებულია გამოიყენოთ: წითელი ხახვი, ოხრახუში, კამა, ლიმონის წვენი. დაუშვებელია მაიონეზი ან არაჟანი. მაიონეზი უცხიმო ბერძნული იოგურტით ჩაანაცვლეთ“, – აცხადებს ენდოკრინოლოგი.
გაითვალისწინეთ!
მართალია კიტრი და პომიდორი სასარგებლოა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი დღის კვების რაციონი მხოლოდ ამ სალათისგან შედგებოდეს. აუცილებელია, რომ დღეში იკვებოთ 4–5–ჯერ და მიირთვათ ცილებითა და ვიტამინებით მდიდარი სხვა პროდუქტებიც. მაქსიმალურად შეზღუდეთ ან უარი თქვით ნახშირწყლებზე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!