- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
გერმანელი ფიზიკოსის მიერ შექმნილი "თვალის სარკე"
იცოდით რომ, პირველი ოფთალმოსკოპი 1851 წელს, გერმანელმა ფიზიკოსმა, ჰერმან ფონ ჰელმჰოლტცმა შექმნა?!
ჰელმჰოლტცმა საკუთარ გამოგონებას „თვალის სარკე“ უწოდა. მისი გამოყენება საკმაოდ რთული ყოფილა. უფრო მეტიც, თვალის ექიმთა გარკვეული ნაწილი საერთოდ ერიდებოდა მისით მუშაობას, ნაწილი კი, ამტკიცებდა, რომ გამოგონება თვალისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა.
მალევე, 1853 წელს, ჰერმან ჰელმჰოლტცმა საკუთარი გამოგონება უფრო დახვეწა და ოფთალმოსკოპს მეორე შუშა დაუმაგრა, რაც ორმაგ გამოსახულებას იძლეოდა.
გერმანელი ფიზიკოსის გამოგონებამ პირველი და მასშტაბური აღიარება 1857 წელს, ბრიუსელში გამართულ, ოფთალმოლოგიის პირველ საერთაშორისო კონგრესზე მოიპოვა. კონგრესზე დადასტურდა სამედიცინო სფეროში პირველი ოფთალმოსკოპის გამოჩენა და ითქვა, რომ ამ აპარატით თვალში თითოეული ჩახედვა ახალი სამყაროს აღმოჩენას ნიშნავდა.
თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ოფთალმოსკოპს ჭირდება ნათება. გერმანელი ფიზიკოსის გამოგონებას კი, სინათლის შესაქმნელად სანთელი ჭირდებოდა. ნელ-ნელა სანთელი ზეთის ლამპარმა ჩაანაცვლა.
საბოლოოდ კი, XIX საუკუნის ბოლოს, შვეიცარელმა ქიმიკოსმა აიმე არგანდმა გამოიგონა გაზის ნათურა, რომელმაც ძალიან მალე ყველა სხვა ნათების ალტერნატიული საშუალება დაჩრდილა და დიდი ხნის მანძილზე, წარმატებით გამოიყენებოდა ოფთალმოსკოპში.
ოფთალმოსკოპი გამოიყენება თვალის სკრინინგისთვის, მასში არსებული დაავადებების აღმოსაჩენად. იგი შედგება ძლიერი შუქისგან, რომელიც თვალში მიმართულია პატარა სარკით ან პრიზმით. ოფთალმოსკოპის მცირე ხვრელის გავლით, ექიმი ხედავს თვალის უკანა ნაწილში არსებული სტრუქტურების გადიდებულ სურათს. მათ შორის: ოპტიკურ დისკს, ბადურას, ბადურის სისხლძარღვებს, მაკულასა და ქოროიდს.