- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
გადამდები დაავადებების პროფილაქტიკა საცურაო აუზით სარგებლობისას კოვიდ პანდემიის დროს
ზაფხულის ცხელი დღეები უკვე შემოგვეჩვია და სავარაუდოდ, წინ კიდევ უფრო მხურვალე სეზონი გველის. ზაფხულში გაგრილების ერთ-ერთი საუკეთესო გზა კი, საზოგადოებრივი აუზებით სარგებლობაა და ამ მეთოდს მოსახლეობის უმრავლესობა მიმართავს. თუმცა, მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო, საჭიროა ვიცოდეთ როგორ გამოვიყენოთ სწორად აუზები, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ დაინფიცირების საშიშროება. თუ რა დაავადებების მატარებელია საცურაო აუზები და რა მეთოდებით უნდა ვიხელმძღვანელოთ მისი გამოყენების დროს, პანდემიის პირობებში, ამის შესახებ დეტალურად ქვემოთ მოგახსენებთ.
პირველ რიგში, აღსანიშნავია ის დაავადებები, რომლებიც საცურაო აუზიდან შესაძლოა, ჩვენდა უნებურად გადაგვედოს და დიდი დისკომფორტი შეგვიქმნას, ან უფრო მეტიც, მკურნალობის კურსის ჩატარებაც კი დაგვჭირდეს. მაგალითად:
- ნაწლავის ჩხირი - როგორც წესი, ის საკვებთან ასოცირდება და გარდა ამისა, კოლი-ბაქტერია ჩვენს ორგანიზმშიც ცხოვრობს. თუმცა, არსებობს მისი განსხვავებული შტამები, რომლებიც წყალში ცოცხლობენ და იწვევენ დიარეას, თირკმლის უკმარისობასა და არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში ლეტალურ შედეგსაც. ინფიცირების ასაცილებლად, აუცილებელია მოვერიდოთ აუზებს, სადაც ცხოველები ცურავენ, ან წყალი სათანადო ფილტრაციის და დეზინფექციის გარეშეა.
- კრიპტოსპორიდიოზი - ერთუჯრედიანი პარაზიტი, რომელიც ორგანიზმში დაბინძურებულ წყალში ცურვის დროს, წყლის უნებლიე გადაყლაპვით ხვდება. ის რთულად მოსაშორებელი პარაზიტია, რადგან რეზისტენტულია ქლორისა და სხვა სადეზინფექციო საშუალებების მიმართ. „კრიპტოს“ სახელით ცნობილი დაავადების სიმტომებია: თხიერი ფაღარათი, სისუსტე, წონაში კლება, მაღალი ტემპერატურა და ღებინება.
- ჰეპატიტი ა - ღვიძლის ვირუსული ინფექცია, რომელიც ორგანიზმში ბინძურ წყალში ცურვით შეიძლება, მოხვდეს. ღვიძლის დისფუნქციის შემთხვევაში იწვევს კანისა და თვალების სიყვითლეს, კანის ქავილს, სიცხეს, დიარეასა და პირღებინებას. ამ ინფეციის თავიდან ასარიდებლად, ეცადეთ, არასოდეს გადაგეყლაპოთ საზოგადოებრივი აუზის წყალი და წყლიდან ამოსვლის შემდეგ, აუცილებლად მიიღეთ შხაპი.
- ტილი - ალბათ, ვერც წარმოიდგენდით, მაგრამ დიახ, ტილები ქლორიან წყალში არ იხოცებიან. უფრო მეტიც, წყალში ცოცხლობენ და ნებისმიერ დროს შეიძლება, ჯანმრთელ ადამიანზე გადავიდნენ. ამ პარაზიტი მწერის ცხოვრების იდეა ადამიანის სკალპზე მიმაგრება და თავის კანიდან სისხლის ამოწოვაა. აუზის წყლიდან მისი გადადების შანსი უფრო ნაკლებია, ვიდრე წყლიდან ამოსვლის შემდეგ მეგობრის, ან თუნდაც, ოჯახის წევრის პირსახოცითა და შეზლონგით სარგებლობის დროს.
გახსოვდეთ, ზემოთხსენებული ბაქტერიებისა და ინფექციების თავიდან ასარიდებლად, არასოდეს ჩახვიდეთ წყალში თუ სხეულზე ჭრილობა გაქვთ. რამდენად მცირე ზომისაც უნდა იყოს დაზიანება, დაავადების გადასადებად სრულებით საკმარისია!
მოგეხსენებათ, მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო, ჩვენი ცხოვრების სტილი შეიცვალა, კიდევ უფრო გამკაცრდა პირადი ჰიგიენისა და ვირუსისგან თავდაცვის ნორმები. გამონაკლისი არც სეზონური აუზები იყო, რომლებიც ამ ხნის მანძილზე არც კი ფუნქციონირებდა, ხოლო გახსნის შემდეგ, სპეციალურად გაწერილი გაიდლაინის მიხედვით მოქმედებენ როგორც თავად საცურაო კომპლექსის მფლობელები, ისევე მისი მომხმარებლები.
ახლა კი, წარმოდგიდგენთ კანადის მიერ დამტკიცებულ გაიდლაინს, საზოგადოებრივი საცურაო აუზების სარგებლობისთვის:
- აუზში ჩასვლამდე მიიღეთ სრულფასოვანი შხაპი;
- დაიბანეთ ხელები საპნითა და სადეზინფექციო საშუალებით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში;
- არ გამოიყენოთ წყლის ნივთები, რომლითაც სხვებიც სარგებლობენ (გასაბერი ლეიბი/წყლის სათამაშოები);
- არ ჩახვიდეთ წყალში თუ გაქვთ ჭრილობა, რომელიც სრულად არაა შეხორცებული;
- დაიცავით დისტანცია წყალში (მინიმუმ 2 მეტრი);
- არავითარ შემთხვევაში ჩაყვინთოთ;
- არ ჩაყოთ წყალქვეშ ცხვირი;
- წყლიდან ამოსვლის შემდეგ, აუცილებლად მიიღეთ სრულფასოვანი შხაპი.
ზოგადად, კოვიდ-19 პანდემიაც რომ არა, ამ წესებს თითოეული საზოგადოებრივი აუზით მოსარგებლე ადამიანი უნდა იცავდეს, რადგან არსებობს რისკი კოვიდ ვირუსზე უფრო საშიში და რთული დაავადებების გადადებისა.
ერთად დავიცვათ რეგულაციები და ვებრძოლოთ ზაფხულის ცხელ დღეებს!