თუ რკინადეფიციტური ანემიისგან თავის დაცვა გსურთ, ეს პროდუქტები მიირთვით

თუ რკინადეფიციტური ანემიისგან თავის დაცვა გსურთ, ეს პროდუქტები მიირთვით

ანემიის სხვა ფორმებს შორის ყველაზე გავრცელებულია რკინადეფიციტური ანემია.

რკინადეფიციტური ანემია პირდაპირ დაკავშირებულია ორგანიზმში რკინის ნაკლებობასთან. რკინა კი ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს წარმოადგენს. ის მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირებაში, ნივთიერებათა ცვლის რეგულირებაში, განაპირობებს იმუნოლოგიურ რეზისტენტობას.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემატოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ჩხაიძე იმ პროდუქტებზე მიგვითითებს, რომლის საშუალებითაც რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.

ჰემატოლოგის განცხადებით, რკინით მდიდარია:

  • მჭლე ხორცი;
  • საქონლის და ღორის ღვიძლი;
  • თევზი, მოლუსკები, ხამანწკები;
  • ბოსტნეული (განსაკუთრებით წითელი წიწაკა, სალათის ფოთოლი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ჭარხალი);
  • ხილიდან რკინის რაოდენობა ყველაზე მაღალია ანანასში, ყურძენსა და ვაშლში;
  • კვერცხი;
  • ნიგოზი;
  • წიწიბურა;
  • გოგრის თესლი.

გაითვალისწინეთ!

რკინის შეწოვას ხელს უშლის: ხორბლეული, ბურღულეული, მაღალი ექსტრაქციის ფქვილი, თხილეული და თესლები, ჩაი, ყავა, კაკაო, მცენარეული ნაყენები, სანელებლები, რძე.

გაითვალისწინეთ!

რკინის შეწოვას ხელს უწყობს:  ჰემინური რკინა, რომელიც გვხვდება ხორცში, შინაურ ფრინველში, თევზში, ზღვის პროდუქტებში, ვიტამინი C, რომელიც არის ხილში, ხილის წვენებში, კარტოფილში,  პარკოსნებში, ყვავილოვან კომბოსტოში.

„გთავაზობთ კვების სტილის მარტივ ცვლილებებს, რაც აუმჯობესებს ორგანიზმში რკინის შეწოვის უნარს. ჩაი, ყავა შეგიძლიათ დალიოთ საკვების მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ, ვინაიდან ამ დროის განმავლობაში საკვები აღარ არის კუჭში და ეს 2 პოპულარული სასმელი ვერ შეაფერხებს რკინის შეწოვას. რეკომენდებულია რძის, ყველის მიღება კვებათა შორის. საკვებთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები”, - აცხადებს ქალბატონი ნინო.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემატოლოგს, მედიცინის დოქტორს ნინო ჩხაიძეს ნომერზე 577 32 88 61. 

გისურვებთ ჯანმრთელობას!