- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
ყაბზობა, შეკრულობა ფართოდ გავრცელებული პრობლემაა.
თუ პაციენტი დროულად არ მიმართავს ექიმს, დაავადებამ შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. ყაბზობას, შეკრულობას თან ახლავს დიდი დისკომფორტი, უსიამოვნო სიმპტომები. მდგომარეობა რამდენადმე აქვეითებს ცხოვრების ხარისხს.
გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის გასტროენტეროლოგი ეკა ზალიკიანი.
რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომელიც შეკრულობისგან დაგიცავთ:
- მიირთვით მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვები. ბოჭკოთი მდიდარია ხილი და ბოსტნეული. სასურველია მიირთვათ შემდეგი ხილი და ბოსტნეული: ვაშლი, ბანანი, ქლიავი, ქლიავის ჩირი, კივი, ფორთოხალი, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, მწვანე სალათის ფურცლები, ბროკოლი. აღსანიშნავია, რომ კუჭის მოქმედებას განსაკუთრებით კარგად უწყობს ხელს გოგრა. ამერიკის დიეტოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციით, ზრდასრულმა დღე–ღამეში 20–35 გრამი ბოჭკო უნდა მიიღოს, ხოლო ვისაც შეკრულობა აწუხებს მინიმუმ 30 გრამი;
- კვების რაციონში ჩართეთ ბოსტნეულის წვნიანი;
- მიიღეთ სითხე ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ზრდასრულისთვის რეკომენდებულია მინიმუმ 6 ჭიქა სითხე;
- საფაღარათო საშუალებები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოიყენეთ, დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ საფაღარათე საშუალებებს;
- აუცილებელია ვარჯიში, ფიზიკური აქტივობა;
- შეგიძლიათ ჩაიტაროთ მუცლის თვითმასაჟი საათის ისრის მიმართულებით.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის გასტროენტეროლოგს, ეკა ზალიკიანს ნომერზე 555 18 97 54.
გისურვებთ ჯანმრთელობას!