ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ნევროლოგია
გარდამავალი გლობალური ამნეზია (TGA)- ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა, 1 თვის წინ ჩემს ცოლს შევამჩნიე რომ რაღაცნაირად იქცეოდა რაღაცაზე ვიკამათეთ და ნერვიულობის და სტრესის შედეგად დაეწყო ასეთი რამ... ბოდვები უაზრო შეკითხვები და ხმამაღლა ამბობდა მოვრჩეთო... ეს გაიმეორა 10-15 ჯერ ერთი და იგივე ეს მდგომარეობა და გაურკვეველი საუბარი გრძელდებოდა 10-15 წუთი.... ასე მაგ შემთხვე ვის შემდეგ რამოდენიმეჯერ ისევ განმეორდა ნერვიულობის შედეგად ემართება ასე ექიმთან მყავდა დაუდგინეს გარდამავალი გლობალური ამნეზია გასაუბრების შედეგად... მაინტერესებს რამე გამოკვლევები ხომარ იყო საჭირო და უბრალოდ გასაუბრება საკმარისია ამ დგომარეობის შესასწავლად ორი წამალო გამოუწერეს სახელი აღარ მახსოვს ერთი როგორც ვიცი დამამშვიდებელია დილას საღამოს უნდა მიიღოს დ ა მეორე ტვინის უკეთ მოქმედებისთვის... 1 კვირაზე მეტია ამ წამლებს ღებულობს კარგად გრძნობდა თავს ვიკამათეთ კიდეც რაღაცაზე და კარგად იყო ყველაფერი გუშინ არ დალია წამალი( დაავიწყდა) და ისევ იგივე შემთხვევამ ზედიზედ ორჯერ იჩინა თავი არის თუ არ არის სანერვიულო ნერვიულობს და სტრესში ვარდება... იქნრბ დაგვეხმაროთ როგორ მოვიქცე ან როგორ მოიქცეს მადლობა წინასწარ.
კისრის ტკივილი- ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა.მტკივა კისრის მალები,განსაკუთრებით ბეჭებში შუა წერტილი,აგრეთვე დაჭიმული მაქვს კუნთები და შეზღუდული მაქვს კისერის მოძრაობა,ასე ვთქვათ მაქვს გაშეშებული.მძიმეს არ ვწევ არ ვარ გაციებული.გმადლობთ
ტვინის შერყევა- ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს დაცემის დროს თავი კედელს მივარტყი და ძლიერი ტკივილი მაქვს ჯერ დავარტყი. მაღებინა და საისხლი ამოვაყოლე შეიძლება საშიში იყოს ერთხელ მაღებინა მარტო.
ხერხემლის პათოლოგია, კიდურების წვა და ქავილი- ნევროლოგია
კითხვა: ოთხიოდე წლის წინ ქვემო კიდურების წვა და ქავილი დამეწყო,ამას სტრესი უძღოდა წინ.იყო ზამთარი და ინტერნეტის გამოც საათობით ვიჯექი სკამზე,არცთუ ისე თბილ ტემპერატურაზე.ფეხები შემიშუპდა რამდენიმე თვის მერე და დამიუძლურდა.ფეხზე დგომა მიჭირდა,თან ალერგიის გამო ბლოკატორების ვიღებდი,კანის წვა ღამ ით არ მაძინებდა.პრობლემის დასაწყისიდან ერთი წლის თავზე ვარჯიში დავიწყე,გარეთ სიცივეში გავდიოდი და ვვარჯიშობდი რომ ფეხებში ძალა მქონოდა.სწორედ მაშინ გამიბუჟდა მარცხენა ფეხი და არ გაიარა დარჩა ქრონიკულად,განსაკუთრებით ვარჯიშის დროს უფრო ბუჟდებოდა ფეხი. ამ ზამთრის დასაწყისში ისევ ხშირმა მჯდომარე მდგომარეობამ,თან სიცივეში თან ხერხემლის ერთი ნაწილი სკამის საზურგეზე მქონდა მოჭერილი და საბოლოოდ ორივე ფეხის გაბუჟება მოხდა,ხერხემალიც ამტკივდა,ხელებიც გაბუჟდა.ხან ენა და ტუჩებიც მიბუჟდება.თავბრუსხვევა საკმაოდ ძლიერი მახასიათებს.თუ სხეულის რომელიმე ნაწილი დაბუჟება,რჩება იმ მდგომარეობაში.არც ვარჯიში არ შველის,პირიქით.აქევე მინდა ავღნიშნო რომ სახსრების არეებში ანუ სადაც იხრება თითები ან კიდურები,ფორმები შეიცვალა და მტკივა,ეს ერთი თვეა თუ სადმე ძვალი არსებობს ყველგან მტკივა,განსაკუთრებით სიცივეში და ღამით მწოლიარე მდგომარეობაში.დღეს ძალიან მტკიოდა და მუცლის არეშიც მქონდა დაჭიმულობა,კუნთები გამაგრებული და შეკუმშულია,მთელ სხეულზე.სუნთქვა მიჭირს ხოლმე ისედაც ეს რამდენიმე წელია და ამ პერიოდში კიდევ უარესად.ანუ ერთი კონკრეტული ადგილის პრობლემა არაა,მთელი სხეულია ჩათრეული,თვალებიც ადვილად მტკივდება.ხან ვფიქრობ ფეხის თითებში მგრძნობელობა რომ არ მაქვს სრულყოფილად,სიცივეში მომეყინა და ვერ ვიგრძენი,ანუ ერთმა პრობლემამ მეორე გამოიწვია. მთელი კანი გამომშრალია და განსაკუთრებით კიდურები მეწვის.
შიში- ნევროლოგია
კითხვა: ვარ 22 წლის, რამდენიმე წლის უკან პირველად დამეწყო ასე რამ: შიშები, რომ ცუდად ვხდები, სიკვდილის შიში, შფოთვა, თავის ტკივილი მეწყებოდა შემდეგ თვალები მიბრუვდებოდა და გულიც მიჩქარდებოდა. ჩამიტარეს თავის იმ ნაწილის კატე რომელსაც ვიტკიევდი: შუბლის ნაწილი, არაფერი საგანგაშო არ აღმოჩნდა, ექიმმა დამიდგინა ნე რვოზიგაქო, ვიმკურნალე ნერვოზზე, გამომიწერა ნერვოზის წამლები. ორი თვე დასჭირდა მკურნალობას და თითოს მომეშვა ცოტა მაგრამ შიგადაშიგ ისევ მქონდა შიშები, სიკვდილის შიში, სულ იმაზე ვფიქრობდი თუ ცუდად გავხდებიბსასწრაფო რამდენად მალე მოვიდოდადა დამეხმარებოდა. ნელნელა ხალხში გასვლით დავძლიე. მაგრამ რამდენიმე თვის წინ ისევ დამეწყო იგივე, კორონა ვირუსიც შემხვდა ნობერში და ერთ თვემდე სულსახლში ვიყავით. დღემდე ისევ დამეწყო თავის ტკივილი, გაბრუება, გულსარეშე ტკივილი და აჩქარება, თითქოს ჰაერი არ მყოფნის და ამოსუნთქვა მჭირდება ძლიერად, ამ დროს ტკივილს ვგრძნობ ბეჭებში. დღესაც იგივე დამემართა მთელი დღე ვიწექი სულ ცოტა საწოლშივე შევჭამე და უკვე 3 რო ხდებოდა ავდექი ოთახის დალაგება დავიწყე და თან გაბრუებული მქონდა თავი თვალებში მაწვებოდა რაღაც კეფა ც ამტკივდა სახლი მარტოვიყავი და შემეშინდა ცუდად არ გავხდეთქო და სადარბაზოში გავვარდი, ცოტა ჰაერი რომ მომხვდა მოვიხედე ცოტა, თუმცა თვალებში ისევ გაბრუებამაქვს და თავის უცნაური ტკივილი. ჩემს თავს ვეუბნები ეს ნევროზია და თავი ხელშიაიყვანეთქო მაგრამ არგამომდის სულ იმაზე ვფიქრობ რომ მოვკვდები. იქნები მირჩიოთ რა ვქნა, ისევ ექიმთანმივიდე და ჩავიტარო გამოკვლევები?
ტკივილი ნეკნის არეში- ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა.მარცხენა ნეკნის ქვეშ ,ჭამის დროს მაქვს წვა(ხანდახან).ექოსკოპიურად მუცლის ღრუში არაფერი არ ისახება.ვის მივმართო ამ პრობლემის მოსაგვარებლად
გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.