ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ენდოკრინოლოგია
ფარისებრი ჯირკვალი - ენდოკრინოლოგია
კითხვა: ორ წელიწადზე მეტია ვმკურნალობ ფარისებრი ჯირკვალს. ვარ 67 წლის ქალბატონი. ერთი თვის წინ გაკეთებული ანალიზების შემდეგ ვღებულობ მერკაზოლილს დღეში თითო აბს. შეიძლება თუ არა შევწყვიტო ექიმთან კონსულტაციაზე სიარული და ისე გავაგრძელო თითო აბიმერკაზოლილის მიღება ხანგრძლივად?
ჭარბი წონა- ენდოკრინოლოგია
კითხვა: ვარ 64 წლის გაკეთებული მაქვს სტენტირება, პეისმეიკერი. ანგიოლოგის რჩევით ვხმარობ ელასტიკურ გეტრებს. 3 თვის წინ გავიკეთე ავასტინი თვალთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ვსვამ შეაბამის მედიკამენტებს მუდმივად. ვმუშაობ მკერავად დღეში 12 საათის განმავლობაში. ვარ 110 კილო. განსაკუთრებით მაწუხებს დაბლა უშნოდ დაკიდებული მუცელი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით როგორ დიეტას მირჩევთ? წინასწარ გიხდით მადლობას.
ვიზიტი ენდოკრინოლოგთან - ენდოკრინოლოგია
კითხვა: ერთი წლის წინ დამეწყო თავის ტკივილები, მივაკითხე ექიმს ჩავიტარე მაგნიტურ რეზონანსული კვლევა, მითხრეს რომ მაქვს ჰიპოფიზი გადიდებული, გავიკეთე ანალიზები და პროლაქტინი მაქვს მაღალი, ერთი წელია ვმკურნალობ ვსვავ დოსტინექს კვირაში ორ აბს. როცა გადავიღე თავის ტვინზე ტომოგრაფია ჰიპოფიზის ზომები გაზრდილია, ამ ერთი წლის განმავლობაში თავის ტკივილი არ გამჩერებია სულ მტკივა ღამეც კი, არანაირი გამაყუჩებელი არ მიყუჩებს, ექიმი მეუბნება გაგივლისო მაგრამ როდის? პროლაქტინი არ ჩამოდის დაბლა ასი მაქვს,იქნებ მირჩიოთ რამე არსებობს რამე სხვა მკურნალობა რომ მეშველოს თავის ტკივილს ვეღარ ვუძლებ, ასევე მაქვს თავბრუსხვევა და ღებინების შეგრძნება მირჩიეთ რამე
სიცივის შეგრძნება - ენდოკრინოლოგია
კითხვა: გამარჯობა, მაქვს ფეხზე სილურჯეები და ღამე მუხლებში და ტერფებში ვგრძნობ სიცივეს. ზაფხულშიც კი. რომელ ექიმს შეიძლება მივმართო და რითი შეიძლება იყოს გამოწვეული. გთხოვთ მიპასუხოთ. მადლობა .
ჰიპერპროლაქტინემია- ენდოკრინოლოგია
კითხვა: მოგესალმებით, მაქვს პროლაქტინი 28 და მაინტერესებს რამდენად საშიშია ეს მაჩვენებელი. მადლობა წინასწარ.
ბიოფსია - ენდოკრინოლოგია
კითხვა: ფარისებრ ჯირკვალზე რა ღირს ბიოფსიის გაკეთება და ამ ანალიზით თუ დგინდება ვარ თუ არა საოპერაციო?
გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.