ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ენდოკრინოლოგია
ჰიპოგლიკემია- ენდოკრინოლოგია
კითხვა: ხშირად დაბლა მივარდება შაქარი, ჩავიტარე ჩიყვის, პანკრიასის, შარდში კორტიზოლის დონის გამოკვლევები,ყველა მაჩვენებელი ნორმაში გაქვსო, იქნებ მირჩიოთ კიდევ რა ანალიზი და გამოკვლევა ჩავიტარო,რომ გავიგოთ რა იწვევს შაქრის დონის დაწევას 1.9 , 2.1 , ასეთი დაბალი მაჩვენებელი მაქვს... მადლობა წინასწარ
დაბალი ტემპერატურა- ენდოკრინოლოგია
კითხვა: გამარჯობა,ვარ 24 წლის,2თვეა მაწუხებს დაბალი სიცხეები, მაქსიმალური მაჩვენებელი 36.3 მაქვს, ძირითადად დღის განმავლობაში 35.4დან 36.1 მდე მერყეობს. ადრე ყოველთვის ნორმალური სიცხე მქონდა 36.6-36.8 საღამოს საათებში 37ზეც ადიოდა მაჩვენებელი.ციკლის მეორე ფაზაში 37.1ც მქონდა ხოლმე.ბოლო ორი თვეა არანაირი მნიშვნელობა არააქვს ციკლის პირველი ფაზაა თუ მეორე სტაბილურად დაბალი სიცხეები მაქვს, არ ვიცი რამდენად კავშირშია მაგრამ ბოლო ციკლი 21დღითაც გადამიცდა.ხომ ვერ მეტყოდით შესაძლო მიზეზები რა შეიძლება იყოს დაბალი სიცხეების,რამდენად შესაძლებელია არანაირ პრობლემაზე არ მეტყველებდეს და უბრალოდ ორგანიზმის ჩვეულებრივი მოვლენაა უეცრად ტემპერატურის დაწევა და კიდევ თუ ყურადღება მისაქცევია რომელ ექიმს უ ნდა მივმართო ან რა ანალიზებია ჩასაბარებელი.TSH-ის პრობლემა არ მაქვს თუმცა ექოსკოპია არ გამიკეთებია დიდი ხანია და ასევე სისხლის საერთო ანალიზში ყველაფერი კარგად მაქვს,ჰემოგლობინი ნორმაშია ,არაფერი არ მაწუხებს,ერთადერთი სისუსტე მაქვს.მადლობა წინასწარ.
ჭარბოფლიანობა- ენდოკრინოლოგია
კითხვა: გამარჯობა. ვარ 40 წლის. უკვე წლებია მაწუხებს ჭარბოფლიანობა. ექიმთან მისვლა და ანალიზების გაკეთება არ შემიძლია უფულო ის გამო. მაინტერესებს კალცი რომ დავლიო ცოტა შედეგს ვერ მივიღებ? ან გთხოვთ მითხრათ რა დავლიო.
ჰიპერპროლაქტინემია- ენდოკრინოლოგია
კითხვა: მოგესალმებით, უღრმესი მადლობა წინასწარ ! მაინტერესებს შემდეგი მედიკამენტები თუ იწვევენ პროლაქტინის მომატებას სისხლში:ვამელანი , ვალოსედი ,თუ მათი მიღება ხდება ხანგრძლივი დროით , ან საერთოდ თუ იწვევენ პროლაქტინის მომატებას. იგივე კითხვა მაქვს ციტოლესთან დაკავშირებით.უღრმესი მადლობა წინასწარ !
სუნთქვის უკმარისობა, მთქნარება- ენდოკრინოლოგია
კითხვა: მაქვს სუნთქვის უკმარისობა. სულ მამთქნარებს. გადავიღებ კარდიოგრამაც და გულზე არ არის ცვლილება. პულსი ნორმალურია. როგორ მოვიქცე რის ექიმს მივმართო
ჰიპოთირეოზი- ენდოკრინოლოგია
კითხვა: გამარჯობა მაქვს გაბრუებული მდგომარეობა თითქოს გაფანტულობა ხელებში სისუსტეს ვგრძნობხოლმე სანამ ეს სიმპტომები დამეწყებოდა მიშეშდებოდა კისერი ხშირად შემდეგ მივმართე ექიმს გადავიღე მაგნიტორეზონანსული კვლევა თავის ტვინზე არაფერი აღმომაჩნდა შემდეგ ვიმკურნალე ტვინის სისხლძარღვების გამაძლიერებელი პრეპარატებით ერთი ორი თვე კარგად ვიყავი ეხლა თავბრუსხვევა ისევ დამეწყო თითქოს ზევით ვერ ვიხედები მირჩიეთ რომელ ექიმს მივმართო ან რა კვლევები ჩავიტარო კიდევ.ამავე დროს მაქვს ჰიპოთირეოზიც
გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.