ნეიროქირურგია

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ნეიროქირურგია


კისრის ოსტეოქონდროზი- ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა!რამდენიმე წლის წინ დამიდგინეს ოსტეოქონდროზი(კისრის).ჩავიტარე მკურნალობა.ამ ბოლო პერიოდში დამეწყო ბეჭის ტკივილი,რომელიც გადადის მკლავებისკენ..განსაკუთრებით მარცხენა მკლავის.მოკლედ რომ აღვწერო მიჭირს ხელების უკან წაღება,დოინჯის გაკეთება.რა გამოკვლევაა საჭირო რომ ჩავიტარო ან რა პეპარატები შემიძლია მივიღო მდგომარეობის შესამსუბუქებლად. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

იხილეთ პასუხი

საძილე არტერიების სტენოზი და ოკლუზია- ნეიროქირურგია

კითხვა: მაქვს საძილე არტერიების სტენოზი და ოკლუზია.წნევა თუ არ გაიზრდება, ვერ ვგრძნობ. დილით ვიღვიძებ 120/0-ით.შუადღეს მაქვს140/80-ზე.11 საათიდან 200/90-ზე.ვიღებ არაფერს. როგორ უნდა მოვიქცე?

იხილეთ პასუხი

მიელოპათია- ნეიროქირურგია

კითხვა: მაზლს გაუკეთდა მრ. აღმოჩნდა მიელოპათია. გულმკერდის და წელის მალების ოსტეოქონდროზი. უთხრეს ოპერაცია. ადამიანური 74წელი. რას მირჩევთ, დროს თუარა ოპერაცია

იხილეთ პასუხი

ხერხემლის პრობლემა - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა. მაქვს ხერხემლის პრობლემა მეხუთე მალაზე მაქვს წანაზარდი მარჯვენა ფეხზე სისუსტე ორი თვეა რაც მუხლი მაწუხებს ერთი კვირაა რაც ტკივილი გაუარესდა და შესშუპება დაიწყო მირჩიეთ რამე.

იხილეთ პასუხი

ხერხემლის პათოლოგია - ნეიროქირურგია

კითხვა: მაწუხებს კისერი მხრები ლავიწის ძვლები,3 კგ ც რომ ავწიო მეჭიმება მეწყება ტკივილი და ემატება თავის ტკივილიც,ზოგადად ყველა სახსარი მტკივა,მაჯებთაბ,მუხლებთან,კოჭებთან,გადაღებული მაქვს მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია მთელი ხერხემლის და დასკვნა ასეთია. ლუმბალური სპონდილოზი,ინტრავერტებრული დეგენერაციული ცვლილებები,პოლიდისკოპათია l3 და l4 მალთასუა დისკების დორსომედიოლატერალური პროტრუზიო c5sin,c6,c7 th1 ორმხრივ,s2dex.ნერვალური ფესვების არაქნოიდური (ტარლოვის) კისტები. ვერანაირ წამალს ვერ ვიღებ კუჭის და თორმეტგოჯას ეროზიების გამო,მირჩიეთ რა გზას დავადგე,მადლობა წინასწარ

იხილეთ პასუხი

დისკოპათია, პროტრუზია - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა, ჩავიტარე მრტ კვლევა და დასკვნა ასეთია: ჩატარებულ იქნა ხერხემლის სვეტისა და ზურგის ტვინის მ.რ.ტ. კვლევა T1se,T2ffe,T2tse,T2stir რეჟიმებით აქსიალური, საგიტალური, კორონარული ჭრილებით გულმკერდის ქვედა - წელის სეგმენტში. მიღებულ ტომოგრამებზე ხერხემლის კისრის სეგმენტში ფიზიოლოგიური ლორდოზი, გულმკერდის სეგმენტში ფიზიოლოგიური კიფოზი შენახულია. მალთა სხეულების სტრუქტურა ჰომოგენურია. რკალები, მორჩები, სასახსრე ფაცეტები კეროვანი პათოლოგიის გარეშეა. მალთაშუა დისკები ისახებიან თანაბარი ჰიპერინტენსიური სიგნალებით ისახება რის ფონზეც ვლინდება C4, C5 დისკების ცირკულარული გაფართოება. ამავ ე დონენეებზე ყვითელი იოგების იოლი დილატაცია. ზურგის ტვინი ჰომოგენურია. გულმკერდის ქვედა–წელის სეგმენტში ფიზიოლოგიური ლორდოზი შენახულია. მალთა სხეულების სტრუქტურა ჰომოგენურია. რკალები, მორჩები კეროვანი პათოლოგიის გარეშე. მალთაშუა დისკები ისახებიან თანაბარი ჰიპერინტენსიური სიგნალებით ისახება, რის ფონზეც ვლინდება L3, L4, L5 დისკოპათია. L3 დისკის ცირკულარული პროტრუზია 3მმ-მდე, დურალური პარკისა და ბილატერალურად ნევრალური არხების შევიწროვებ ის მიზეზია. L4 დისკის დორსომედიალური, მარჯვენამხრივი ლატერალიცაზიით პროლაფსი 5.5მმ-ით. დურალური პარკისა და მარჯვენამხრივი ნევრალური ფესვის კომპრესიის მიზეზია. L5 დისკის დორსომედიალური მარჯვენამხრივი ლატერალიზაციით პროტრუზია 3მმ-ით, დურალ;ური პარკის შევიწროვების მიზეზია. ზურგის ტვინის კონუსი ჰომოგენური სიგნალებით ისახება, ლოკალიზებულია L1 დონეზე. რაშის კუდის ფესვები კეროვანი დაზიანების ნიშნების გარეშეა. ლუმბალური ცისტერნა დეფორმაციის გარეშეა. გავა–თეძოს შესახსრებები, მენჯ–ბარძაყის სახსრები სიმეტრიულია, კეროვანი დაზიანების ნიშნების გარეშე ისახება. არსებული მ.რ.ტ. კვლევით ვლინდება C4, C5, L3, L4, L5 დისკოპათია. L3 დისკის ცირკულარული პროტრუზია. L4 დისკის დორსომედიალური, მარჯვენამხრივი ლატერალიცაზიით პროლაფსი. L5 დისკის დორსომედიალური მარჯვენამხრივი ლატერალიზაციით პროტრუზია. თუ შეგიძლიათ მითხრათ არის თუ არა საოპერაციო? ინკურნება თუ არა? და როგორ მივაწციო ყურადღება რომ არ გამირთულდეს მდგომარეობა. მადლობა წინასწარ

იხილეთ პასუხი

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს