ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ორსულობა
უშვილობა- ორსულობა
კითხვა: გამარჯობა, 3წელია რაც გათხოვილი ვარ და ორსულობა არ დგება 1წელი და 3 თვე გავიდა რაც ოპერაცია გავიკეთე საკვერცხეებზე კისტები მქონდა და მარცხენაზე მე4დი მომკვეთეს შემდეგ ჩავიტარე სტიმულაცია პრეგნილის ნევსით იგივე ჰორიოგონილიგონადოტროპინი დავისვენე ეხლა 3 თვიანი კურსი კიდევ ჩავიტარე გუშინ დამეწყო მენსტრუაცია სულ არეული მქონდა და ეს სამი თვეა 27 დღეზე მომდის ეხო გადამიგო ექიმმა და კიდე დამიბარა 23ში თან მითხრა 2თვე დავისვენოთო და თუ არაფერი კიდე ჩავიტაროთ სტიმულაცია იგივეო თუ კიდე არაფერი მერე ხელოვნურიო 21წლის ვარ და რას მირჩევთ ან რას მეტყვით ამასთან დაკავშირებით?
ნეფროლითიაზი ორსულობის დროს- ორსულობა
კითხვა: გამარჯობა. ვარ 22 კვირის ორსული,მაქვს თირკმელში კენჭი.. ვსვამ ტუტუკონს არ მაქვს ძლიერი ტკივილები,საკმაოდ ასატანი ტკივილები მაქვს. ამიტომ არანაირ ზედმეტ გამაყუჩებელს არ ვიღებ მაინტერესებს ორსულობას საფრთხეს უქმნის?! ადრეც მქონია და ჩემით დავბადე 2 წლის წინ.. ახლა მითხრეს საწყისი სტადია არისო. ტუტუკონი კიდევ რას უწყობს ხელს რომ მითხრათ?
სისხლიანი გამონადენი ორსულობისას- ორსულობა
კითხვა: გამარჯობა, კითხვა მექნება გინეკოლოგთან, ვარ 13 კვირის ორსული და მქონდა ცოტა სისხლდენა.ვცხოვრობ საფრანგეთში და როდესაც სასწრაფოში მივედი ექიმმა გამიკეტა ეხოსკოპია და მითხრა რომ ყველაფერი როგზეა და პერიოდულად არის შესაძლებელი ამგვარი დენა , რისი პასუხიც არ აქვთ. ვნერვიულობ რადგან ორჯერ უკვე მომეშალა მუცელი ერთი 18 კვირაზე. რას მირჩევთ არის თუ არა საშიში?
პრეეკლამფსია- ორსულობა
კითხვა: ერთ-ერთ ექოსკოპიის დასკვნაში ვკითხულობთ: საშვილოსნოს მარჯვენა არტერიაში აღინიშნება დაბალი დიასტოლური დინება - დედა მიეკუთვნება პრეეკლამსიის რისკ-ჯგუფს. შეგიძლიათ მარტივად ამიხსნათ რა სირთულეები ახლავს ამდაგვარ დასკვნას? წინასწარ მადლობა
თავის ტვინის პარკუჭების გაგანიერება- ორსულობა
კითხვა: ორსულობის 28 კვირაზე ბავშვის ტვინის პარკუჭი ზედა ზღვარს გადაცდა. 9.7 არის ზღვარი და 9.8 აქვს. გინეკოლოგმა არაფერი დამინიშნა. ხდება მედიკამენტებით ამის რეგულირება?ან რამდენად საშიშია?
სიმფიზიტი- ორსულობა
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს ბოქვენის ძვლების დაშორებისას(სიმფიზიტი) რამდენად სარისკოა მშობიარობა. კერძოდ რა საფრთხეს შეიძლება წავაწყდე მშობიარობისას და მის შემდგომ პერიოდში, პირობითად ძვლების 15მმ დაშორების შემთხვევაში. ასევე მითხრეს რომ სპინალური ანესთეზია ასეთ დროს სარისკოა და მაინტერესებს რამ დენად არის სიმართლესთან ახლოს ეს მოსაზრება. მადლობა წინასარ.
გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.