შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


ჰიპოტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა. გუშინ სამსახურში ვიჯექი არაფერს არ ვაკეთებდი და უცებ გულის წასვლის შეგრძნება მქონდა. ფეხები დამიბუჟდა და გული მქონდა აჩქარებული. დღეს წნევა გავიზომე და 80/60 მქონდა. მეორე დღეს შედარებით უკეთ მაგრამ ჟანგბადი არ მყოფნის. რა შეილება იყოს მიზეზი?

იხილეთ პასუხი

ცუდი სუნის მქონე გამონადენი ჭიპიდან - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა. 4 დღის წინ მქონდა ჭიპიდან ცუდი სუნის გამონადენი 2 ჯერ. ვიყავი ქირურგთან რაგაც გაურკვევლად მითხრა.. მითხრა რომ ანუ შიგნიდან ჭიპი მიდის ღვიძლისკენო და ამის ბრალია გამონადენიო და ოპერაცია გჭირდება ანუ უნდა გადაიჭრასო და პრობლემაც მოგიგვარდებაო. და ინებ ამიხსნათ რა არის? არ ვიცი ვენდო თუ არა და გავიკეთო ამის გამო ოპერაცია.. ან რომ არ გავიკეთო საშიშია? მადლობა

იხილეთ პასუხი

ჰაიმორიტი - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ჰაიმორიტი მქონდა და ვიმკურნალე ამომწურავად მაგრამ თავის ტკივილი მაინც დამრჩა და მაინტერესებს იცის თუ არა ჰაიმორიტმა ტკივილის დატოვება და საჭიროა თუ არა ამ შემთხვევაში ტომოგრაფიის გადაღება?

იხილეთ პასუხი

ვიზიტი სპეციალისტთან - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით, ჩემს მეუღლეს აქვს სისტემატიური ყრუ, მფეთქავი თავის ტკივილები განსაკუთრებით, თავის ქალის მარცხენა ნაწილში, ასევე ემართება ხოლმე ძლიერი შეტევითი ტკივილები როდესაც განერვიულდება, ასევე ორგაზმის დროსაც, განსაკუთრებით ძლიერად იგივე მარცხენა მხარეს, რომელიც აწვება მარცხენა თვა ლსაც, ასევე უბუჟდება და სიმძიმე აქვს ფეხის კუნთებზე, ექიმმა ჩაგვაბარებინა პოტრომბინის ანალიზი და ქონდა 111, სხვა არ უნდა არაფერიო. ჩვენ მაინც გვინდა თავზე ჩავიტაროთ კომპიუტერული გამოკვლევა და იქნებ მითხრათ რა ტიპის გამოკვლევა უნდა ჩავიტაროთ, რომ გამოვრიცხოთ ყველანაირი შემთხვევა. დიდი მადლობა წინასწარ.

იხილეთ პასუხი

კისრის ოსტეოქონდროზი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, ვარ 18 წლის . ამ ბოლო დროს დამეწყო თავის ტკვილი,რომელსაც თან სდევს რომელიმე ხელის გაბუჟება , შემდეგ ყბისა და ენის მისუსტდება მეტყველებისა და აზროვნების უნარი . დაახლოებით 1 საათი გრძელდება ეს ყოველი შემდეგ ჩვეულებრივ ვარ . იქნებ მირჩიოთ ვის მივმართო?

იხილეთ პასუხი

ერითროციტების დალექვის სიჩქარე - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გამარჯობა, სისხლის ანალიზში მომატებული მაქვს ერითროციტების დალექვის სიჩქარე არის 30, დანარჩენი ყველაფერი ნორმაშია. მაქვს გლანდები ამოსაჭრელი შეიძლება ამის გამო იყოს მომატებული? მადლობა წინასწარ.

იხილეთ პასუხი