შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


კიდურის შეშუპება - ნეფროლოგია

კითხვა: გამარჯობა. ყველაფერი დამეწყო მარცხენა ფეხის შეშუპებით. მეგონა ვენები იყო და დოპლერი გავიკეთე და კოაგულოგრამა. ანგიოლოგმა მითხრა რომ დოპლერზე აღმოჩნდა რომ გადიდებული მაქვს ლიმფური ჯირკვალი და მუხლში მაქვს სითხე ჩამდგარი, ასევე მცირე ლიმფედემა. გამიშვა გინეკოლოგთან და უროლოგთან. იქაც გამოვიკვლიეთ ყველაფერი და არაფერი არ ამოვიდა, გარდა ცუდი სისხლის საერთო ანალიზისა. მქონდა ლეიკოპენია, ერითროპენია და ჰემოგლობინი ზღვარს ოდნავ დაბლა. გამიშვეს ჰემატოლოგთან. ამასობაში დამეწყო სახსრების ძლიერი ტკივილი და სიცხე 37.3. ჰემატოლოგმა როგორც კი დახედა გამიშვა რევმატოლოგთან. რევმატოლოგმა გამიკეთა მანტუს, ქლამიდიას, ბრუცელოზის და ანტი ნუკლეარული ანტისხეულების ანალიზი, ასე ვე ცე რეაქტიული. არაფერი არ ამოვიდა ანას გარდა დადებითი ანა მქონდა 1.35 (ნორმა1მდე) შემდეგ გავიკეთე ორჯაჭვიანი ანტი დნმ. რაც დადებითი ამოვიდა 40 (ნორმა 20) თუმცა მირჩია გადამოწმება. გადავამოწმე გერმანიაში გაუშვით ანალიზი და ორივე უარყოფითი მოვიდა ანაც და ანტი dsdna. მოკლედ ვერ დავადგინეთ რა მჭირს. თქვენი აზრი მაინტერესებს რაზე მიიტანდით ეჭვს გარდა წითელი მგლურასი.