გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
კოლონოსკოპია - სკრინინგი
კითხვა: სწორი ნაწლავის ლაბორატორიაში გამოკცლევის შედეგად დადასტურდა ფარული სისხლდენა სწორი ნაწლავიდან. მირჩიეს კოლონოსკოპიის გაკეთება. და თუ შეიძლება მომწერეთ რა ღირს?
ალერგია - ალერგოლოგია
კითხვა: გამარჯობა. მაქვს ალერგია. თავიდან ფეხებზე მქონდა ეხლა მუცელზე მაქვს. ბუშტუკები არ არის. უფრო კოღოს ნაკბენს გავს. მისივდება რაღაც ადგილები. სიცხეში უფრო რეაგირებს და მერე მექავება. რა გავაკეთო ?
ჰიპოტენზია - კარდიოლოგია
კითხვა: გამარჯობა, 1 თვეა დამეწყო ფეხის კიდურების დაბუჟება, დღე არ გავა რო არ დამიბუჟდეს რა მდგომარეობაშიც არუნდა მქონდეს. ეს დღეებია სულ თავბრუ მეხვევა და სუსტად ვარ, კანის ფერი მეკარგება სახეზე და ვთეთრდები, ლოყები მიწითლდება. გუშინ წნევა გავიზომე და ძალიან დაბალი მქონდა 80/85ს შორის მერყეობდა არადა 18 წლის ვარ და რისი ბრალი შეიძლება იყოს? ციკლს კი ველოდები მარა არასდროს არმქონია ასეთი მდგომარეობა და არამგონია პმს-ის ბრალი იყოს.
კოქსართროზი ( დამატებითი პასუხი ) - ტრავმატოლოგია
კითხვა: მადლობა პასუხისთვის, არანაკლებ მაინტერესებს დაფინანსება, რადგან ვიცი რომ ძვირადღირებული ოპერაციაა? თქვენს ცენტრში რა ღირს ეს ოპერაცია? რომელი აუცილებელი გამოკვლევებია საჭირო კოქსართროზის დასადგენად?
სპონდილოზი, კოქსართროზი - ტრავმატოლოგია
კითხვა: გამარჯობა. ჩავიტარე მრ კვლევა, რომლითაც ვლინდება სპონდილოზი L4, L5 დისკების დორსალური ცირკულარული პროტრუზიები ნევრალური არხების ბილატერალური სტენოზით. მარჯვენამხრივი კოქსარტროზი. მაინტერესებს ვის უნდა მივმართო და რა სახის მკურნალობა მჭირდება?
ვიზიტი გასტროენტეროლოგთან - სკრინინგი
კითხვა: გამარჯობთ, მაინტერესებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების კუჭ ნაწლავის სიმსივნის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსაერთო ანალიზში რომელი პარამეტრები უარესდება ? ანუ რა ცვლილებებია ძირითადად ? მადლობა