გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
მუცლის ღრუს MRT კვლევა ( აქცია ) - მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს რა ღირს თქვენთან მუცლის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული კომპიუტერული გამოკვლევა
მასტოპათია - მამოლოგია
კითხვა: გამარჟობა. ხშირად ვსარგებლობ თქვენი კონსულტაციით და უღრმესი მადლობა :) კითხვა მაქვ მამოლოგთან. ჩემი ზოგადი კლინიკური სურათი ასეთია. ვარ 33 წლის დაოჯახებული 2 შვილით. ძუძუთი კვება თითო თვე თითო ბავშვს. მეტი ვერ. 5 წლის წინ მარჯვენა მკერდზე მქონდა კვანძი და ჰორმონით და გელით მოხდა გაწოვა. იმის შემდეგ გამუდმებით ვიმოწმებ. ბოლოს 4 თვის წინ გავიკეთე ეხო და ლიმფური კვანძი მქონდა გადიდებული ნორმის ფარგლებში მარცხენა იღლიის ქვეშ. კვანძები არ იყო. ეხლა ისევ გავიკეთე, ლიმფური კვანძის სიდიდე 0.84-0.69-0.41 სმ-ია და 2 კვანძია მარცხენა ძუძუზე 0.57-0.65 სმ ზომის, ჰიპოექოგენური ოვალური და მრგვალი ფორმის სწორკიდეებანი მკაფიო კონტურებით. დასკვნა: სინოგრაფიული ნიშნებით: მარცხენა ძუძუს მასტოფათია, კეროვანი დაზიანებებით. მაქვს გასტრიტი დიეტიების გამო და ნაღვლის ბუშტის ანთება. ცოტა ნერვოზიც და საკვერცხის უმნიშვნელო კისტები (როგორც მითხრეს უმნიშვნელოაო). რას მეტყვით და რასთან შეიძლება ამ მონაყოლით საქმე გვქონდეს? რამდენად სერიოზულია ჩემი ამბავი. ექიმთან ვიზიტს და ა.შ რათქმაუნდა ვაპირებ. მადლობა წინასწარ :)
ფილტვისმიერი ჰიპერტენზია - პულმონოლოგია
კითხვა: რა იწვევს წნევას ფილტვებში? შესაძლებელია თუ არა გამოიწვიოს სისხლის გადასხმამ?
MRT დაფინანსება - კომპიუტერული ტომოგრაფია
კითხვა: მაინტერესებს ხერხემლის მაგნიტო რეზონანსული კვლევის დაპინანსება თუ ხდება თქვენთან და რა არის საჭირო ამისათის? წინასწარ მადლობ...
პერიფერიული ნეიროპათია - ნევროლოგია
კითხვა: მაქვს ბარძაყის წვა.თითქოს ცეცხლი გიკიდია.ყოველ ღამე.შეხებით მტკივნეული.ხან სულ მეყინება.ხან შეგრძნება არ მაქვს.
ჰემოროიდი - პროქტოლოგია
კითხვა: მოგესალმებით. დაახლოებით ორი თვის წინ ფეკალურ მასაში შევამჩნიე სისხლი,კუჭის მოქმედების დროს კი ფხაჭვნის შეგრძნება მქონდა და ჩავთვალე რომ რაღაც გაიკაწრა შიგნით და ამის ბრალი იყო.გუშინ საღამოს ანალურ ხვრელთან დისკომფორტს ვგრძნობდი,თუმცა ვერ ვიტყვი რომ მწვავედ მტკიოდა (სხვა დროსაც მქონია მსგავსი შეგრძნება და უნდა აღვნიშნო,რომ ამ დისკოფმორტს ვგრძნობ რაღაც მრგვალ გამონაზარდთან,რომელიც არის ანალურ ხვრელთან და რომელიც ზოგჯერ ხელით მესინჯება,თუმცა ყოველთვის არა_ანუ ყოველთვის არ არის გარეთ) დღეს კი ისევ ფხაჭვნის შეგრძნება მქონდა და ქაღალდზე სისხლის პატარა ლაქაც შევნიშნე. ცოტა მტკივნეული იყო დეფეკაციის პროცესი .რამდენიმე თვის წინ ექოსკოპია გადავიღე საკვერცხეზე და ექოსკოპისტმა მკითხა ბუასილი თუ მაქვს, ალბათ რამე დაინახა ისეთი რაც ამაზე მიუთითებდა. მაგრამ ბუასილს როგორც ვიცი დეფეკაციის შემდეგ ახლავს სისხლდენა,რაც მე არ აღმენიშნება.ქავილი ზოგჯერ, იშვიათად მაქვს, მაგრამ უმნიშვნელოდ და არ ჩავთვალე ყურადღების ღირსად. მჯდომარე ცხოვრების წესით ვცხოვრობ და არც მაინცდამაინც ჯანსაღად ვიკვებები. გუშინ ბევრი პოპკორნი ვჭამე და იქნებ ამის ბრალია:(. ზ ოგჯერ მასაში მუქ ადგილებსაც ვამჩნევ, მუქ ყავისფერს. ბოდიშს გიხდით უხერხული კითხვისთვის. დიდი დრო დამჭირდება ამ პრობლემით ექიმთან რომ მივიდე, ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო. რა თქმა უნდა დიაგნოზის დასმას არ ველი ასე დისტანციურად,მაგრამ მაინტერესებს რა შეიძლება რომ იყოს. მუცლის ტკივილი არ მაქვს, თუმცა შებერილობას ვამჩნევ ხშირად. ბავშვობაში მქონდა კოლიტი,როგორც დედამ მითხრა. მადლობა წინასწარ პასუხისთვის.