გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
მკერდის ტკივილი - მამოლოგია
კითხვა: მაქვს პერიოდულად მკერდის ტკივილი ჩხვლეტის მაგვარი რისი ბრალი შეიძლება იყოს ძალიან ვნერვიულობ
კანის ჩირქოვანი ინფექცია - დერმატოლოგია
კითხვა: გამარჯობა, ფეხზე მაქვს რაღაც ნაკბენივით , გამისივდა, წითლად მაქვს გარშემო არვიცი რამ გამოიწვია ან რამ მიკბინა, შეიძლება ალერგიაც იყოს? თან მტკივა რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული? თუ შეგიძლიათ მითხრათ კონსულტაცია რის ექიმთან უნდა გავიარო და ფასდაკლებებიც თუ გაქვთ .მადლობა წინასწარ
ფოლიკულის მონიტორინგი ( დამატებითი პასუხი ) - გინეკოლოგია
კითხვა: გამარჯობა,მაქვს 31 დღიანი ციკლი,ჩავიტარე ფოლიკულის მონიტორინგი ციკლიდან მე8 დღეს,პასუხები კი ასეთია: მარჯვენა საკვერცხე: 36.5×23×25 მმ მოც 10,9 სმ3. ჭრილში ფიქსირდება 2-3 ფოლიკული,მაქსიმალური დიამეტრის 10მმ (ექოგრამა 1). მარცხენა საკვერცხე: 37×20×19 მმ მოც 7,3 სმ3. ჭრილში ფიქსირდება 5 ფოლიკული,მაქსიმალური დიამეტრის 8.5მმ (ექოგრამა 2). ენდომეტრიუმი: 13 მმ-მდე,საშუალო ექოგენობის,მცირედ არაერთგვაროვანი ექოსტრუქტურის,წერტილოვანი ჰიპოექოგენური ჩანართების გამო (ექოგრამა 3). დუგლასის ფოსო: თავისუფალი. გთხოვთ მიპასუხოთ,ამ სურათის მიხედვით ამ ციკლში შესაძლებელია თუ არა,რომ მოხდეს ოვულაცია?
მიომა - მამოლოგია
კითხვა: გამარჯობა.მაქვს მიომა მზარდი.3 დღეა დამეწყო მკერდის წვა.დაკავშირებულია მიომასთან თუ სხვა რამ არი
კიდურის შემანარჩუნებელი მიმართულება - ანგიოლოგია
კითხვა: ორივე ქვემო კიდურის მაგისტრალური ვენები მთელს სიგრძეზე ზომიერად დილატირებული,სრულად კომპრესირებადი,სუმთქვითი და კომპრესიული სინჯებით,ორივე მხარეს, სარქვლოვანი ნაკლოვანება არ ვლინდება.დიდი საჩინო ვენის დიამეტრი ბარძაყის ვენაში ჩართვის დონეზე მარჯვნივ 5,4 მმ,მარცხნივ7,1მმ.ოსტიალური სარქველი მ არჯვენა ქვემო კიდურზე ფუნქციონირებს სრულფასოვნად. მარცხნივ არასრულფასოვნად.მარჯვნივ დიდი საჩინო ვენაზომიერად დილატირებული ბარძაყის სეგმენტში მისი დიამეტრი 2,9მმ.წვივის ზედა მესამედის დონიდან ვარიკოზულად შეცვლილი.ამავე დონიდან ისახება მისი უკანაშენაკადის ვარიკოზი და ვარიკოზული კვანძების სრული თრომბოზი.წვივის ქვედა მესამედის დონეზე ისახება წინა შენაკადის ვარიკოზი.მარცხნივ დიდი საჩინო ვენა ბარძაყის სეგმენტში დილატირებული 5,3მმ-მდე.ისახება მისი ზომიერი დეფორმაცია,წვივის სეგმენტში ვარიკოზულად შეცვლილი.მცირე საჩინო ვენა მარჯვნივ ვარიკოზულად შეცვლილი,მარცხნივ გამოხატული ცვლილებების გარეშე.ორივე წვივის დონეზე ისახება ზომიერი ლიმფოსტაზი. ასეთია ჩემი მეუღლის დუპლექს სკანირების პასუხი.აუცილებელია თუ არა სასწრაფოდ ოპერაცია?ვენები სადაც არის გამობერილი ის ადგილი ჯერ დაუწითლდა ეხლა კი დაუშავდა.წინასწარ დიდი მადლობა.
წყლულოვანი კოლიტი - გასტროენტეროლოგია
კითხვა: გამარჯობა. მაქვს წყლულოვანი კოლიტი დამინიშნეს 2 თვიანი მკურნალობის კურსი.მაინტერესებს სულ წამლების ქვეშ უნდა ვიყო და რა სახის დიეტაა საჭირო მთელი ცხოვრების მანძილზე . და კიდე შესაძლებელია თუ არა გადამდები იყოს მყავს პატარა ბავშვი და მეშინია ძალიან . გმადლობთ წინასწარ.