გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ვიზიტი კარდიოლოგთან - კარდიოლოგია
კითხვა: გამარჯობა, მხრის ტკივილი მაწუხებს და ასევე გულის უკან მხარეს ზურგის ტკივილიც მაწუხებს ხანდახან რისი ბრალი შეიძლება იყოს ან კონსულტაცია სად და რის ექიმთან შეიძლება გავიარო. მადლობა წინასწარ
წყვილი ელენთა - რჩევები
კითხვა: გამარჯობა, 2 ელენთის არსებობა საშიშია ჯანმრთელობისთვის?
მუკოიდური კისტა - ოტო–რინო–ლარინგოლოგია
კითხვა: მოგესალმებით. ჩატარებული პარანაზალური წიაღების კტ.კვლევის დასკნაში წერია,რომ მარჯვნივ სფენოიდურ წიაღში ვლინდება ოვალური ფორმის ,ზომით 1,4-1,2 სმ,ჰიპოდენსიური უბანი-მუკოიდური კისტა.იდენტური უბანი ,ზომით 0,8-0,5სმ ვლინდება ამავე მხარეს ჰაიმორის წიაღშიც,ზედა კედელზე. შეგიძლიათ მითხრათ რამდენად საშიშია ეს დასკვნა და მომაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია ჩემთვის უფრო გასაგებ ენაზე.წინასწარ გიხდით მადლობას.
ცისტოზურ–ფიბროზული მასტოპათია - მამოლოგია
კითხვა: გამარჯობა 3 თვის წინ შევამჩნიე ცალი მკერდის ტკივილი ყურადღება არ მივაქციე გავიდა დრო ტკივილმა მომიმატა იღლიაში და მკლავზეც გადამივიდა მივედი ეკიმთან ცისტოზური ფიბროზული მასტოპათია მითხრა გამომიწერა წამლები 1 თვე დავლიე მაგრამ უშედეგოდ ისევ მაქვს ტკივილები ძირითადათ ციკლის დროს მეწყება საშინელი ტკივილები. ბევრმა მირჩია მშობიარობა, თკვენ რას მირჩევთ მშობიარობის მერე თუ გაიწოვება ჯირკვალი?
ლიმფური კვანძების გადიდება - ჰემატოლოგია
კითხვა: გამარჯობა,ჩემს 21 წლის ბიჭს ბავშვობიდან აწუხებს პერიოდულად,უფრო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში,ჯირკვლები(თუ კვანძები) კისრის არეში და ხშირად და ადვილად უჩირქდება რაღაცეები,ხან ღრძილები,ხან თვალის მიდამო,ქუთუთოს შიგნითა მხარე,ხან ძირმაგარები აქვს.თუ შეიძლება მითხარით ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში თუ შეიძლება იყოს,რომელ ექიმთან მივიდეს ან რა გამოკვლევა ჩაიტაროს.მადლობა წინასწარ
სწორი ნაწლავის პათოლოგია - პროქტოლოგია
კითხვა: გამარჯობა დახხლოებით 1,5 წლის წინ დამეწყო შორისის არეში ტკივილი სათესლე ჯირკვლების ქვედა მხარეს , გავიკეთე პროსტატისა და სათესლე ჯირკვლების ეხოსკოპია , ასევე წელის კომპიუტერული ტომოგრაფია ნერვის გამოსარიცხად, ტკივილი მოდის შიგნიდან და შედარებით იკლებს დეფეკაციის შემდეგ , დილით გაყუჩებულია და ამოძრავების შემდეგ მეწყება ,ასევე ერექციის დროსაც , პოტენციაზე პრობლემა არ მაქვს , მაქვს პერიოდულად ქავილიც უკანა ტანის არეში , ჰიგიენას ვიცავ . გთხოვთ მირჩიოთ ვის მივმართო .