გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
პროსტატის ადენომა - უროლოგია
კითხვა: 1წლის წინ. ბიოფსიით დამიდგინდა პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია. (ანტიგენი სისხლში მქონდა 7,5). ექიმმა მშვილდაძემ დამინიშნა ურორეკი, რომელსაც ვსვავ დღემდე. ვარ დიაბეტიკი (25 წელი ინსულუნზე, შაქარი მაინც მოუწესრიგებელი, გამოხატული დიაბეტური ანგგიოპათია). 2 კვირის წინ, ვერ შევძელი მოშარდვა, ნო-შპა დ ა თბილი "გრელკა" და წვრილ ნაკადად შევძელი გაჭირებით. უსიამოვნო შეგრძნებით და შარდის ბუშტის ტკივილით. ტატიშვილის კლინიკაში ექოსკოპიამ აჩვენა პროსტატის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, ნარჩენი შარდის გარეშე. ასოს თავი შესიებული. უროლოგმა დამინიშნა დერმოკლინის მალამო, რომელსაც ვხმარობ, მაგრამ მოშარდვა მიჭირს, ნაკადი ძალიან წვრილი. თკივილი და უსიამოვნო შეგრძნება რჩება. სისხლის საერთო - ნორმალური, შარდი - ნორმალური. გარდა ალბუმინისა, ალბუმინი მომატებული, (150, ნორმა 20-ზე ნაკლები). რას მირჩევთ ბატონებო, ვიღას მივმართო, როგორც ჩანს, საოპერაციო არ არის. აბა რა მჭირს? წინასწარ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. სმენადაქვეითებული ვარ და პასუხი ოსტით მირჩევნია. გაიხარეთ!
სითხე საშვილოსნოს ღრუში - გინეკოლოგია
კითხვა: მითხრეს რომ მაქვს საშვილოსნოში 50მლ სითხე და მაინტერესებს რამდენად საშიშია და თუ შეილება მუცლის ტკივილები თავბრუსხვევა და უძილობა გამოიწვიოს
სქესობრივი გზით გადამდები ვირუსები - გინეკოლოგია
კითხვა: მოგესალმებით მაქვს mycoplasma hominis da herpes simplexs virus HSV ll და მაინტერესებს რამდენად საშიშია და თუ ინკურნება?
სოციოფობია, ურთიერთობის პრობლემები - ფსიქოლოგია
კითხვა: გამარჯობათ ვარ 26ცლის 4წელია ვსვავ ტაბლეტებს ბევრს ერთად ციკლადოს ბაკლოსან და ვაყოლებდი გაბაპენტინს სადღაც გადავაბამდი ხოლმე ორი კვირა და მერე მეცყებოდა ტავის ტკივილები ვეგარ ვიძინებდი და ექიმთან რომივედი დამინიშნა რიპრონატი და მაგას გამვყავდი ხოლმე მდომარეობიდან და და უკვე სისტემატიური სახე რომ მივეცი მის გარეშე ვეღარ გავდიოდი სახლიდან ეხლა თავი დ ავანებ მარა გარეთ ვეღარ გავდივარ შიშები მაქვს ადამიანებთან მიჭირს ურთიერთობა არმაქვს ხალისი საქმის კეთების სტიმული მგონი დეპრესიაც მაქვს და როგორ გამოვიდე მდგომარეობიდან ? ვიტანჯები სრული ამსიტყვის მნიშვნელობით იქნებ დამეხმაროდ
წონაში მომატების სურვილი - ენდოკრინოლოგია
კითხვა: გამარჯობატ რა მაინტერესებს წონაში ვერ ვიმატებ არადა ზალიან მინდა მომატება და დამეხმარეთ რა ვიტამინები დავლიო რო წონაში მოვიმატო და მადა გამიუმჯობესდეს მადაც არ მაქ ჭამის
გასტრიტი - გასტროენტეროლოგია
კითხვა: გამარჯობათ. ნივთიერებათა ცვლის დროს ხანგამოშვებით შეიმჩნევა სისხლი და ყოველი ჭამის შემდეგ ტკივილი კუჭის მიდამოებში .რამოდენიმე დღე ვიღებდი ასპირინს სანამ ეს ჩვენებები დამიფიქსირდებოდა.ჰესაძლებელია ეს გამოეწვია ასპირინის მიღებას და კუჭის გაგიზიანება და რას მირჩევდით.? მადლობა