გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ტვინის შერყევა - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს დაცემის დროს თავი კედელს მივარტყი და ძლიერი ტკივილი მაქვს ჯერ დავარტყი. მაღებინა და საისხლი ამოვაყოლე შეიძლება საშიში იყოს ერთხელ მაღებინა მარტო.
შიში - ფსიქოლოგია
კითხვა: გამარჯობა ექიმო...მუდმივად მაწუხებს სიკვდილის შიში...ხანდახან თითქოს ყელზე რაღაც მგუდავს , გული მიჩქარდება, ისეთი შეგრძნება მაქ თითქოს გონება დამიბინდდება, უეცრად მიოფლიანდება ხელის გულები ...არვიცი ოდესმე ეს საშინელი გრძნობა როდის გამივლის ...გულმკერდის ადგილას ხანდახან გულის მხარეს მოულოდნელად დამარტყამს რაღაც და წამში გამივლის ...იქნებ ამიხსნათ ეს რისი ბრალია და რა მოვუხერხო თავს...
ხერხემლის პათოლოგია, კიდურების წვა და ქავილი - ნევროლოგია
კითხვა: ოთხიოდე წლის წინ ქვემო კიდურების წვა და ქავილი დამეწყო,ამას სტრესი უძღოდა წინ.იყო ზამთარი და ინტერნეტის გამოც საათობით ვიჯექი სკამზე,არცთუ ისე თბილ ტემპერატურაზე.ფეხები შემიშუპდა რამდენიმე თვის მერე და დამიუძლურდა.ფეხზე დგომა მიჭირდა,თან ალერგიის გამო ბლოკატორების ვიღებდი,კანის წვა ღამ ით არ მაძინებდა.პრობლემის დასაწყისიდან ერთი წლის თავზე ვარჯიში დავიწყე,გარეთ სიცივეში გავდიოდი და ვვარჯიშობდი რომ ფეხებში ძალა მქონოდა.სწორედ მაშინ გამიბუჟდა მარცხენა ფეხი და არ გაიარა დარჩა ქრონიკულად,განსაკუთრებით ვარჯიშის დროს უფრო ბუჟდებოდა ფეხი. ამ ზამთრის დასაწყისში ისევ ხშირმა მჯდომარე მდგომარეობამ,თან სიცივეში თან ხერხემლის ერთი ნაწილი სკამის საზურგეზე მქონდა მოჭერილი და საბოლოოდ ორივე ფეხის გაბუჟება მოხდა,ხერხემალიც ამტკივდა,ხელებიც გაბუჟდა.ხან ენა და ტუჩებიც მიბუჟდება.თავბრუსხვევა საკმაოდ ძლიერი მახასიათებს.თუ სხეულის რომელიმე ნაწილი დაბუჟება,რჩება იმ მდგომარეობაში.არც ვარჯიში არ შველის,პირიქით.აქევე მინდა ავღნიშნო რომ სახსრების არეებში ანუ სადაც იხრება თითები ან კიდურები,ფორმები შეიცვალა და მტკივა,ეს ერთი თვეა თუ სადმე ძვალი არსებობს ყველგან მტკივა,განსაკუთრებით სიცივეში და ღამით მწოლიარე მდგომარეობაში.დღეს ძალიან მტკიოდა და მუცლის არეშიც მქონდა დაჭიმულობა,კუნთები გამაგრებული და შეკუმშულია,მთელ სხეულზე.სუნთქვა მიჭირს ხოლმე ისედაც ეს რამდენიმე წელია და ამ პერიოდში კიდევ უარესად.ანუ ერთი კონკრეტული ადგილის პრობლემა არაა,მთელი სხეულია ჩათრეული,თვალებიც ადვილად მტკივდება.ხან ვფიქრობ ფეხის თითებში მგრძნობელობა რომ არ მაქვს სრულყოფილად,სიცივეში მომეყინა და ვერ ვიგრძენი,ანუ ერთმა პრობლემამ მეორე გამოიწვია. მთელი კანი გამომშრალია და განსაკუთრებით კიდურები მეწვის.
ღვიძლის ფიბროზი F2 სტადია - გასტროენტეროლოგია
კითხვა: გამარჯობა..მაინტერესებს ღვიძლის F2 ფორმა თუ არის განკურნებადი და თუ არის რაიმე რისკის შემცველი?
ასციტი - ქირურგია
კითხვა: გამარჯობა.მაინტერესებს დედას ტკივილები ქონდა მუცლის და თირკმელების ექიმთან წაიყვანეს და ეხო რომ გაკეთდა ექიმმა უთხრა რომ სითხე აქვს მუცელში და ეჭვობენ ცეროზს თუმც არანაირი სიმპტომი ცეროზის არ აქვს,ან ბე და ცე პატიტი ხომ უნდა ქონდეს ანალიზს ხომ უნდა ეჩვენა მსგავსი ?შეიძლება სითხის ჩადგომის სხვა მიზ ეზი არსებობდეს?
კუჭის ოპერაცია და რეაბილიტაცია - ბარიატრიული ქირურგია
კითხვა: გამარჯობა კუჭის ოპერაციის შემდგომ აკრძალვები რა არის ცხოვრების წესს ვგულისხმობ ფიზიკური დატვირთვა,სქესობრივი კონტაქტი ოპერაციიდან რამდენ ხანში შეიძლება?