ქუსლების ტკივილი


  • 22 ოქტომბერი 2016
კითხვა: მოგესალმებით, ვარ 34 წლის და ძალიან მაწუხებს ქუსლის ტკივილი(ძვალი მტკივა) განსაკუთრებით სიარულის დროს. არც წანაზარდი მაქვს და არც მარილის ბრალი არ მგონია. ძალიან გთხოვთ რჩევას
პასუხი: ტკივილის მიზეზის დასადგენად იყენებენ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, ტერფის         პათოლოგიისა და სტატიკის დარღვევის კომპიუტერულ დიაგნოსტიკას, დენსიტომეტრიასა და ზოგიერთლაბორატორიულ გამოკვლევას. ტკივილის კუპირებისათვის საჭიროა იმ დაავადების მკურნალობა, რომელმაც გამოიწვია ტკივილი. საამისოდ იყენებენ როგორც მედიკამენტურ საშუალებებს, ისე ფიზიოთერაპიასაც.მედიკამენტებიდან ინიშნება ანთების საწინააღმდეგო ანტირევმატული პრეპარატები, მათ შორის - გლუკოკორტიკოსტეროიდები (ადგილობრივი ინექციები). გართულების შემთხვევაში მიმართავენ დარტყმით თერაპიას. შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული მკურნალობაც.მეტად მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის შერჩევა: ქუსლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 4-5 სმ-ს.  არც უქუსლო ფეხსაცმლის ტარება შეიძლება. ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს მაღალი და მყარი საქუსარი  და მომრგვალო ცხვირი. საჭიროების შემთხვევაში არ უნდა დავიზაროთ ორთოპედიული ღაბაშის - სუპინატორის - გამოყენება. ტკივილის მიზეზის დასაზუსტებლად საჭიროა მობრძანდეთ გასინჯვაზე ტრავმატოლოთან და ჩაიტაროთ კონსულტაცია.დაგენიშნებათ თქვენზე ინდივიდუალურად მორგებული გამოკვლევათა პაკეტი და შემდგომ,შედეგების მიხედვით  სათანადო მკურნალობა.კლინიკაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქცია , რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ ისარგებლოდ ტრავმატოლოგის უფასო კონსულტაციით , წინასწარი ჩაწერით შემდეგ ნომერზე 577 119 119 . გმადლობთ, ენდობით ჩვენს კლინიკას , გისურვებთ ჯანმრთელობას !



მსოფლიო სამედიცინო სიახლეები

ირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები



გამოაგზავნეთ შეკითხვა





მსგავსი შეკითხვები


შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი

30 იანვარი 2019

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს რამდენ ხანში კეთდება შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ანუ შარდის ჩაბარებიდან რამდენი დრო უნდა პასუხს და რა ღირს ამ ანალიზის გაკეთება?

B – C ჰეპატიტის ლაბორატორიული კვლევა

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: გამარჯობა თქვენს კლინიკაში შესაძლებელია თუ არა შაბათს ც და ბ ჰეპატიტზე ანალიზის გაკეთება და რა ღირს ანალიზები?

ვიზიტი ჰემატოლოგთან

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: სხეულზე მაქ ჩალურჯებები და რისი ბრალია თან ხშირიად მაქ, ასევე ძლიერი თავის ტკივილები მაქ ყოველდღე

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: მაინტერესებს ჩიყვმა სიცხეები თუ იცის იცდაჩვიდმეტი და სამ ხაზამდე ადის და მაინტერესებს სიცხე თუ ახასიათებს


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.