დიარეა


  • 29 მარტი 2017
კითხვა: გამარჯობა ყოველ დილით რომ ვიღვიძებ და ვდგები მაქვს ფაღარათი რამ შეიძლება გამოიწვიოს საშიში ხო არ არის
პასუხი: გამარჯობა! დიარეას უმეტესად ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია და საკვებით მოწამვლა იწვევს.  გარდა ამისა, დიარეის მიზეზად შეიძლება იქცეს რომელიმე წამლის (მაგალითად, ანტიბიოტიკის), მიღება.  ზოგჯერ ფაღარათი სტრესით გამოწვეული ორგანიზმის რეაქციაა. ეს იმით აიხსნება, რომ სტრესის დროს სისხლში გადადის დიდი ოდენობით ადრენალინი, რომელიც აჩქარებს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს, მათ შორის - საჭმლის მონელებას.   დიარეის მთავარი ნიშნები ხშირი დეფეკაციაა , არც თუ იშვიათად თან სდევს მადის დაქვეითება, მუცელში ჭრის შეგრძნება, მუცლის შებერვა, გულისრევა და ღებინება. ფაღარათმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გამოფიტვა  რაც მეტად საშიშია. თუ ფაღარათი 3 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ის შესაძლოა ქრონიკული დაავადების (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, კრონის დაავადების, ენტეროპათიების,  ქრონიკული ქოლეცისტიტის, დისბაქტერიოზის,)  მიზეზი  იყოს.  დიარეის მკურნალობისას  აუცილებელია გამომწვევი მიზეზის  დადგენა და სათანადო მკურნალობის დანიშვნა, რასაც ექიმი საჭირო გამოკვლევების საფუძველზე გააკეთებს. გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში გასტროენტეროლოგთან  კონსულტაციის მიზნით, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობს , ჩაგიტარებთ საჭირო კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის სწორ ტაქტიკას. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!




ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები  (დაუსვი შეკითხვა ექიმს)




გამოაგზავნეთ შეკითხვა





მსგავსი შეკითხვები


შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი

30 იანვარი 2019

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს რამდენ ხანში კეთდება შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ანუ შარდის ჩაბარებიდან რამდენი დრო უნდა პასუხს და რა ღირს ამ ანალიზის გაკეთება?

B – C ჰეპატიტის ლაბორატორიული კვლევა

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: გამარჯობა თქვენს კლინიკაში შესაძლებელია თუ არა შაბათს ც და ბ ჰეპატიტზე ანალიზის გაკეთება და რა ღირს ანალიზები?

ვიზიტი ჰემატოლოგთან

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: სხეულზე მაქ ჩალურჯებები და რისი ბრალია თან ხშირიად მაქ, ასევე ძლიერი თავის ტკივილები მაქ ყოველდღე

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: მაინტერესებს ჩიყვმა სიცხეები თუ იცის იცდაჩვიდმეტი და სამ ხაზამდე ადის და მაინტერესებს სიცხე თუ ახასიათებს


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.