ზურგის ტკივილი


  • 19 აპრილი 2017
კითხვა: გამარჯობა. 22 წლის გოგონას ძალიან სტკივა ზურგი. ისე რომ საწოლშიც სულ წუხს. უწევს ძირითადად ჯდომა, მეცადინეობის გამო. ამბობს თითქოს ხერხემალი მეღუნებაო. როგორი სახის გამოკვლევაა საჭირო, რომ მითხრათ. გმადლობთ
პასუხი: გამარჯობა! აღნიშნული ლოკალიზაციის ტკივილს სხვადასხვა მიზეზი აქვს. მათ შორის აღსანიშნავია:

•    ამ არეში ხერხემლის სიმტკიცის განმაპირობებელი კუნთების, იოგებისა და დისკების გადატვირთვა, დაჭიმვა ან დაზიანება;
•    ცუდი, მოუხერხებელი პოზა, რომლის დროსაც დატვირთვა ზურგზე არათანაბრად ნაწილდება;
•    ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლა, მაგალითად, დისკის თიაქრის გამო;
•    სკოლიოზი ;
•    ოსტეოართროზი; 
•    მიოფასციური ტკივილი - ამ დროს ზიანდება კუნთის ან კუნთთა ჯგუფის შემაერთებელი ქსოვილი.

დაავადების დროული დიაგნოსტირებისთვის გირჩევთ  ჩაიტაროთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის  მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია. გაცნობებთ, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქცია, რომლის ფარგლებში ჩაიტარებთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსულ კვლევას ერთი სეგმენტის ფასად 270 ლარად ნაცვლად 420 ლარისა და მიიღებთ ექიმ–ნეიროქირურგის კონსულტაციას უფასოდ. აღნიშნული აქცია ძალაშია ყოველ ხუთშაბათს, შაბათს და კვირას წინასწარი ჩაწერით შემდეგ საკონტაქტო ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას

გამოაგზავნეთ შეკითხვა





მსგავსი შეკითხვები


შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი

30 იანვარი 2019

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს რამდენ ხანში კეთდება შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ანუ შარდის ჩაბარებიდან რამდენი დრო უნდა პასუხს და რა ღირს ამ ანალიზის გაკეთება?

B – C ჰეპატიტის ლაბორატორიული კვლევა

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: გამარჯობა თქვენს კლინიკაში შესაძლებელია თუ არა შაბათს ც და ბ ჰეპატიტზე ანალიზის გაკეთება და რა ღირს ანალიზები?

ვიზიტი ჰემატოლოგთან

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: სხეულზე მაქ ჩალურჯებები და რისი ბრალია თან ხშირიად მაქ, ასევე ძლიერი თავის ტკივილები მაქ ყოველდღე

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: მაინტერესებს ჩიყვმა სიცხეები თუ იცის იცდაჩვიდმეტი და სამ ხაზამდე ადის და მაინტერესებს სიცხე თუ ახასიათებს


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.