ქირურგიის ეროვნული ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სთავაზობს აქციას მაღალტექნოლოგიურ კვლევებსა და ოფთალმოლოგიურ მომსახურებაზე
აქციის ფარგლებში თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ შეღავათიანი ფასებით სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებაზე, კერძოდ:
♦ სხეულის ნებისმიერი ერთი სისტემის ექოსკოპიური კვლევა – 30 ლარი;
♦ სხეულის ნებისმიერი სისტემის კომპიუტერული ტომოგრაფია უკონტრასტოდ – 130 ლარი (კონტრასტით – 270 ლარი);
♦ სხეულის ნებისმიერი სისტემის მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა – 220 ლარი (კონტრასტით – 420 ლარი);
♦ მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია (2–საათიანი კვლევა) უკონტრასტოდ – 400 ლარი (კონტრასტით – 600 ლარი);
♦ მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია–სკრინინგი (25–წუთიანი კვლევა) – 250 ლარი.
აქცია ძალაშია ყოველ კვირა დღეს.
♦ ოფთალმოლოგიური აქცია ,,ჯანმრთელი თვალი“ – თვალის ფსკერის დათვალიერება + თვალშიდა წნევის გაზომვა + სათვალის შერჩევა – 25 ლარი.
შეირჩევა, როგორც კითხვისთვის განკუთვნილი, ისე ასტიგმატიზმის, მიოპიური და ჰიპერმეტროპიული თვალის შემთხვევაში გამოსაყენებელი სათვალე.
აქცია ძალაშია ყოველ სამშაბათს.
აღნიშნული აქციებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა შშმ–სტატუსი დასტურდება ჯანდაცვის პორტალზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომრებზე 577 119 119; 2 02 25 25!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთრა აინტერესებთ პაციენტებს
სისხლის საერთო ანალიზი (სსა)
კითხვა: გამარჯობა.მაქვს სისხლის ანალიზში ასეთი ცლილებები:ლეიკოციტები WBC 9.61 ნორმა4.00 9.00 ჰემოგლობინი HGB15.2(12,2-14,7) მონოციტეები mono#0,62(0,08-0,11)ეოზონოფილებიeo%0,8(1,0-5,0)ედს28 რა პრობლემის მაჩვენებელია ეს მონაცემები დანარჩენი მონაცემი ნორმის ფარგლებშია
მედიკამენტის ანოტაცია
კითხვა: გამარჯობათ, ვარ 33წლის მაქვს სავარაუდო დიაგნოზი ძვლების ანთება მრტ კვლევის საფუზველზე,მაქვს გაუსაძლისი ტკივილი.ექიმმა დამინიშნა დიოქსაფლექსი ინექცია,ინსტრუქციის წაკითხვის შემდეგ ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარია.გთხოვთ,უფრო გასაგები ენით ამიხსნათ რა უკუ ჩვენება შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატმა.
პროთეზი
კითხვა: მოგესალმებით. თქვენთან გაიკეთა იპერაცია მანაკაცმა 2017 წელს. თუ შეგიძლიათ დააკვალიანოთ ეს მამაკაცი პროთეზირებასთან დაკავშირებით. სად ამზადებენ? დაფინანსება როგორ მიიღოს და რა დოკუმენტაცია ჭირდება? მეორე ფეხიც პრობლემური აქვს და ნერვიულობს ისაც მოსაჭრელი რომ შეექნას როგორ გადაადგილდება. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დავაკვალიანოთ. ბოდიშს მოგახსენებთ.
გულჩვილობა ბავშვებში
კითხვა: გამარჯობა მყავს ათი წლის ბიჭი როცა თავის მართლება უწევს ან მართალია და უდანაშაულოდ აძაგებ, უმნიშვნელო წყენაზეც ცრემლები მოდის, რა შეიძლება იყოს ასეთი მგრძნობელობის მიზეზი?
ომეგა–3
კითხვა: მყავს 10 წლის შვილი,1000 მგ-იანი ომეგა-3 თუ შეიძლება მისთვის თუ დიდი დოზაა?
თირკმლის დონაცია
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს როგორ ან სად უნდა დავრეგისტრილდე ოფიციალურად თირკმლის დონორად?