„ჩვენ არ ვცნობთ შეზღუდვებს, ვირჩევთ თანაბარ შესაძლებლობებს!“
1992 წლის 3 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით დაარსდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება მთელ მსოფლიოში.
ამ დღის მიზანია, გავამახვილოთ ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულებელყოფაზე, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან. სწორედ ამ სტიგმის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ყოველდღიურად უწევთ დიდი დაბრკოლებების გადალახვა, ნაწილი კი, გამოკეტილია დახურულ სივრცეში და თავს საზოგადოების ნაწილად ვერ აღიქვამს.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი ძალისხმევაა გაწეული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა თუ სხვა ტიპის პრობლემები.
დღეს, როგორც არასდროს, COVID-19-ის ფონზე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების თითოეული წევრის ცნობიერებასა და სოლიდარობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი უერთდება შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს. ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფა ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ეტაპობრივად ვცდილობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საჭირო სერვისების ფასდაკლებით მიწოდებას. სწორედ ამ მიზნით ქირურგიის ეროვნული ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სთავაზობს აქციას მაღალტექნოლოგიურ კვლევებსა და სხვადასხვა სახის მომსახურებაზე (სრული ჩამონათვალის გასაცნობად, გადადით ბმულზე) - https://kirurgia.ge/full-article/aqcia-shshm-pirebistvis-mkholod-chventan-qirurgiis-erovnul-centrshi/31744
გახსოვდეთ, შეზღუდული შესაძლებლობები არ წარმოადგენს ადამიანის შინაგან მახასიათებელს.
შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
სისხლის საერთო ანალიზი (სსა)
კითხვა: გამარჯობა.მაქვს სისხლის ანალიზში ასეთი ცლილებები:ლეიკოციტები WBC 9.61 ნორმა4.00 9.00 ჰემოგლობინი HGB15.2(12,2-14,7) მონოციტეები mono#0,62(0,08-0,11)ეოზონოფილებიeo%0,8(1,0-5,0)ედს28 რა პრობლემის მაჩვენებელია ეს მონაცემები დანარჩენი მონაცემი ნორმის ფარგლებშია
მედიკამენტის ანოტაცია
კითხვა: გამარჯობათ, ვარ 33წლის მაქვს სავარაუდო დიაგნოზი ძვლების ანთება მრტ კვლევის საფუზველზე,მაქვს გაუსაძლისი ტკივილი.ექიმმა დამინიშნა დიოქსაფლექსი ინექცია,ინსტრუქციის წაკითხვის შემდეგ ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარია.გთხოვთ,უფრო გასაგები ენით ამიხსნათ რა უკუ ჩვენება შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატმა.
პროთეზი
კითხვა: მოგესალმებით. თქვენთან გაიკეთა იპერაცია მანაკაცმა 2017 წელს. თუ შეგიძლიათ დააკვალიანოთ ეს მამაკაცი პროთეზირებასთან დაკავშირებით. სად ამზადებენ? დაფინანსება როგორ მიიღოს და რა დოკუმენტაცია ჭირდება? მეორე ფეხიც პრობლემური აქვს და ნერვიულობს ისაც მოსაჭრელი რომ შეექნას როგორ გადაადგილდება. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დავაკვალიანოთ. ბოდიშს მოგახსენებთ.
გულჩვილობა ბავშვებში
კითხვა: გამარჯობა მყავს ათი წლის ბიჭი როცა თავის მართლება უწევს ან მართალია და უდანაშაულოდ აძაგებ, უმნიშვნელო წყენაზეც ცრემლები მოდის, რა შეიძლება იყოს ასეთი მგრძნობელობის მიზეზი?
ომეგა–3
კითხვა: მყავს 10 წლის შვილი,1000 მგ-იანი ომეგა-3 თუ შეიძლება მისთვის თუ დიდი დოზაა?
თირკმლის დონაცია
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს როგორ ან სად უნდა დავრეგისტრილდე ოფიციალურად თირკმლის დონორად?