შეთავაზება გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების გამოსავლენად

შეთავაზება გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების გამოსავლენად

ჩაიტარეთ ექოკარდიოგრაფია და ელექტროკარდიოგრაფია

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ უმნიშვნელოვანეს კვლევებს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დროულად გამოვლენის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით! 

აუცილებლად მიმართეთ კარდიოლოგს, თუ გაქვთ შემდეგი ჩივილები:

  • პერიოდულად გაწუხებთ უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში;
  • აჩქარებული გულისცემა;
  • სუნთქვის გაძნელება ფიზიკური დატვირთვისას ან მოსვენებულ მდგომარეობაში;
  • დაღლილობის შეგრძნება;
  • ძილის დარღვევა.

შეთავაზების ფარგლებში ჩაიტარებთ:

  1. კონსულტაციას კარდიოლოგ თინათინ მარგალიტაძესთან;
  2. ექოკარდიოგრაფიას (გულის ექოსკოპია);
  3. ელექტროკარდიოგრაფიას (ეკგ).

ამას გარდა, ზემოხსენებულ სამ კვლევასთან ერთად, დამატებით შეგიძლიათ ჩაიტაროთ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების განმსაზღვრელი კვლევა!

შეთავაზების სარგებლობა შესაძლებელია ოთხშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.

სარგებლობა შეუძლია 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ პაციენტს.

კარდიოლოგი თინათინ მარგალიტაძე ფლობს უცხო ენებს. შესაბამისად, შეუძლია კონსულტაცია გაუწიოს ინგლისურ და რუსულენოვან პაციენტებს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია უახლესი ექოკარდიოგრაფიის აპარატით TOSHIBA Aplio 400. აპარატის უპირატესობაა უმაღლესი ხარისხის გამოსახულება. ასევე, იგი უზრუნველყოფს კვლევის სიზუსტეს.

გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე (32) 2 02 25 25 ან (+995) 577 119 119.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუშაობს ყოველდღე, 24 საათიან რეჟიმში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ

რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად